მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეებს, რომლებიც სკოლას წარმატებით ასრულებენ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემს.
Etaloni.ge დაინტერესდა, რომელი რეგიონები ლიდერობენ მედალოსანი მოსწავლეების რაოდენობით - აღნიშნულისთვის კი სამინისტროს მიერ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მედალოსანთა სია გამოვიყენეთ.
როგორც 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლების მედალოსანთა სიის შედარების შედეგად აღმოჩნდა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების რაოდენობით თბილისის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონები ლიდერობს.
2016-2017 სასწავლო წლის სკოლადამთავრებულთა შორის 3 133 მედალოსანი მოსწავლე გამოვლინდა, მათ შორის 2 209 ოქროს და 924 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე იყო.
უფრო დეტალურად რეგიონების მიხედვით 2016-2017 სასწავლო წლის მედალოსანი მოსწავლეების რაოდენობა ასე გამოიყურება:
რაც შეეხება 2017-2018 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა რაოდენობას, სულ 2 975 მედალოსანი გამოვლინდა, მათგან 2 638 ოქროს მედალოსანია, ხოლო 337 ვერცხლის მედალოსანი.
რეგიონების მიხედვით 2017-2018 სასწავლო წლის მედალოსანთა რაოდენობრივი გადანაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია:
აღსანიშნავია, რომ მართალია სამინისტრომ უკვე დაამტკიცა 2017-2018 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია, თუმცა გარკვეული ცვლილებები შესაძლოა კვლავ შევიდეს. შესაბამისად, მანამდე სანამ მოსწავლეებს აღნიშნულ მედლებს დაურიგებენ, შესაძლოა მედალოსანთა რაოდენობა შეიცვალოს, თუმცა რეგიონების მიხედვით მოსწავლეთა გადანაწილების საერთო სურათზე ეს ცვლილებები გავლენას ვერ მოახდენს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა