სიახლეები
სამასწავლებლო

სამაგალითო მზრუნველობა და აკაურთის არაქართულენოვანი სკოლა, რომელიც კვირაობით Izrune.ge-ს ტესტების გასავლელად იღება
21-02-2019
-
+


Izrune.ge-მ მთელი საქართველო გულდაგულ შემოიარა და მისი მრავალფეროვნებით გამდიდრებულმა თითოეულ სკოლაში შეაღო მზრუნველობის კარი... და ახლა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აკაურთის საჯარო სკოლაში Izrune.ge-ს დიდი ოჯახის პატარა წევრები ჰყავს, რომლებზეც პედაგოგი ქეთევან ლიქოკელი განსაკუთრებულად ზრუნავს.

<span lang="GEO/KAT" sylfaen","serif";="" mso-ansi-language:"geo="" kat""="">არაქართულენოვან და მცირეკონტიგენტიან სკოლაში ქართული, როგორც მეორე ენა ისწავლება და საგანს ბავშვების საყვარელი ქეთევან მასწავლებელი უძღვება.

<span lang="GEO/KAT" sylfaen","serif";="" mso-ansi-language:"geo="" kat""="">მისი შეფასებით, პორტალში ჩართულობას სკოლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ყოველი ხუთშაბათი მოსწავლეებისთვის დღესასწაულად იქცა:

445.jpg<span lang="GEO/KAT" sylfaen","serif";="" mso-ansi-language:"geo="" kat""="">

„ვერ წარმოიდგენთ ისე დიდია მოსწავლეთა დაინტერესება Izrune.ge-ს მიმართ და როგორ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის პორტალში ჩართულობა. გვაქვს ენის ბარიერი და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაც დაბალია. მოსწავლეებს მობილურები და ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, მაგრამ იმდენად დიდია სურვილი, რომ როგორღაც სკოლაში ვახერხებთ ტესტების გავლას. ვაკვირდები, რომ ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან ერთად ახალგაზრდებს სწავლის მოტივაცია აუმაღლდათ, დაიწყეს მზადება ტესტების უკეთ გასავლელად და მშობლებიც ჩართეს ამ პროცესში.“

<span lang="GEO/KAT" sylfaen","serif";="" mso-ansi-language:"geo="" kat""="">პედაგოგის თქმით, Izrune.ge-ს დიდი დამსახურებაა, რომ მოსწავლეები სახელმწიფო ენით მეტად დაინტერესდნენ და სხვა საგნებშიც გაიუმჯობესეს აკადემიური მოსწრება:

<span lang="GEO/KAT" sylfaen","serif";="" mso-ansi-language:"geo="" kat""="">„Izrune.ge-სთან ერთად ჩვენი უპირველესი ამოცანა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართვა და ენის ბარიერის დაძლევაა. მოსწავლეები ბევრს მეცადინეობენ, ძალიან ცდილობენ, რომ იზრუნეს ტესტები წარმატებით გაიარონ და კარგი შედეგები აჩვენონ. მეც მაქსიმალურად ვუდგავარ მათ გვერდით, საკითხების გააზრებასა და სწორ პასუხამდე მისვლაში ვეხმარები. ანალოგიურად იქცევიან დანარჩენი პედაგოგებიც, რომლებიც საკითხის ირგვლივ უფრო ღრმა და ამომწურავ პასუხებს სცემენ ბავშვებს.“

898.jpg<span lang="GEO/KAT" sylfaen","serif";="" mso-ansi-language:"geo="" kat""="">

<span lang="GEO/KAT" sylfaen","serif";="" mso-ansi-language:"geo="" kat""="" style="text-align: center;">24 თებერვალი „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“ და აკაურთის საჯარო სკოლა Izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტების გასავლელად გამორჩეულად ემზადება - კომპიუტერულ რესურსებთან წვდომის ბარიერის გამო, კვირა დღეს ქეთევანი სკოლას საგანგებოდ გააღებს და მოსწავლეებსა და მშობლებს <span lang="GEO/KAT" sylfaen","serif";="" mso-ansi-language:"geo="" kat""="" style="text-align: center;">ერთობლივი მუშაობის, განათლებულ, წარმატებულ და ბედნიერ მომავალზე ზრუნვის საშუალებას მისცემს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება