მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, დირექტორებთან და მასწავლებლებთან სისტემური შეხვედრები აჩვენებს, რომ რეგიონის სკოლებში განსხვავებული მდგომარეობაა.
სკოლის წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრაზე განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და მისი განხორციელების გზები განიხილეს.
„სისტემური ხასიათის შეხვედრები აჩვენებს რამდენად განსხვავებული სიტუაციაა რეგიონების სკოლებში. თუმცა, დირექტორებმა ღიად დააფიქსირეს, რომ საატესტატო გამოცდების მოხსნით, სკოლაში სიტუაცია გაჯანსაღდება და მოსწავლეები სასწავლო პროცესს დაუბრუნდებიან. შეხვედრაზე განვიხილეთ დამატებითი მექანიზმებიც, რომელიც რეფორმის ფარგლებში შემუშავდება და დაინერგება იმისთვის, რომ მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდნენ სასწავლო პროცესით, ხოლო მასწავლებლებს მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ პროფესიული განვითარებისთვის“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.
ინტერაქტიულ შეხვედრაზე დირექტორებმა და მასწავლებლებმა განათლების რეფორმის განხორციელებაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რაც იდენტურია ქალაქად და სოფლად. ყურადღება გაამახვილეს ასევე მხოლოდ რეგიონების სკოლებისთვისაა დამახასიათებელ სპეციფიურ საკითხებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განათლების სისტემის რეფორმირება უნდა დაიწყოს სკოლიდან, რომელშიც კომპლექსურად უნდა იყვნენ ჩართულნი როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი გელა გელაძე, რომელმაც დირექტორებს ინფორმაცია მიაწოდა მრჩეველთა საბჭოს შესახებ, რომელიც შეიქმნება სკოლაში და პასუხისმგებელი იქნება მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. საბჭოს უშუალო ფუნქცია იქნება სკოლაში ბულინგისა და ძალადობის პრევენცია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას