სიახლეები
სკოლები

მიხეილ ბატიაშვილმა ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა
22-02-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა  ლადო აფხაზავას შესაბამისი კომისიის წარდგინებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის, მასწავლებლის უმაღლესი რანგი - მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა.

ამის შესახებ მინისტრმა ლადო აფხაზავს პირადად ამცნო, როდესაც  „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“  ფინალისტს საკუთარ სოფელ ჩიბათში ესტუმრა. მინისტრმა სკოლაც დაათვალიერა და საგაკვეთილო პროცესსაც დაესწრო.

„ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა და უზარმაზარი გამარჯვებაა არა მხოლოდ ლადოსთვის, მთელი საქართველოსთვის. ლადო აფხაზავას გამოცდილება და სასწავლო მიდგომები საუკეთესო ნიმუშია იმისათვის, რომ რეფორმის ფარგლებში, კლასებში რაც მეტი აქტივობა, მეტი სააზროვნო უნარები და შემოქმედობითობა დავნერგოთ. სწორედ ეს არის ყველაზე სწორი გზა, რომელიც ჩვენი ბავშვების განვითარებას ეხმარება. ჩვენ დღეს ლადო აფხაზავას გამარჯვება მივულოცეთ, პედაგოგის ყველაზე მაღალი - მენტორის სტატუსი მივანიჭეთ, მაგრამ ეს მინიმუმია რაც ჩვენ ასეთი წარმატებული პედაგოგისთვის შეიძლება გავაკეთოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

სოფელ ჩაბათში მინისტრის ჩასვლას თავად ლადო აფხაზავა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და მისთვის სასიხარულოა, რომ საქართველოში მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო დაფასდება.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი, მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებით. მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ჩემი წარმატება. ეს არ არის მარტო ჩემი წარმატება, ის ეკუთვნის საქართველოს“, - განაცხადა ლადო აფხაზავამ.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. 

ასევე იხილეთ:  ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 ფინალისტს შორის მოხვდა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება