მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს მასშტაბით, 2 057 მოქმედი დირექტორია, საიდანაც ქალი დირექტორების რაოდენობა 1 265-ია, ხოლო მამაკაცების - 792 - აღნიშნული ინფორმაცია eloni.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან გამოითხოვა.
გთავაზობთ, რეგიონების მიხედვით დირექტორთა გენდერული
ბალანსის სტატისტიკას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველაზე მეტი მამაკაცი დირექტორი - 152, იმერეთის რეგიონშია, ხოლო ქალი დირექტორი - 213, იმერეთში.
იხილეთ, რეგიონების
მიხედვით დირექტორთა გადანაწილება რაოდენობისა და სქესის მიხედვით:
იმერეთი - ქალი დირექტორი 213; მამაკაცი - 152;
ქვემო ქართლი - ქალი დირექტორი 128; მამაკაცი - 119;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - ქალი დირექტორი 140; მამაკაცი
- 95;
სამცხე-ჯავახეთი - ქალი დირექტორი 117; მამაკაცი -
90;
კახეთი - ქალი დირექტორი 143; მამაკაცი - 41;
აჭარა - ქალი
დირექტორი 93; მამაკაცი - 131;
თბილისი - ქალი დირექტორი 137; მამაკაცი - 36;
შიდა ქართლი - ქალი დირექტორი 120; მამაკაცი - 39;
გურია - ქალი დირექტორი 60; მამაკაცი - 36;
მცხეთა-მთიანეთი - ქალი დირექტორი 63; მამაკაცი -
23;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ქალი დირექტორი 42;
მამაკაცი - 26;
აფხაზეთი - ქალი დირექტორი 9; მამაკაცი - 4.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება