მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ფორმატში წელს ცვლილებები არ იგეგმება. სიახლე, რომელიც მასწავლებლებს გამოცდაზე ელით, კრედიტქულების დაგროვებას უკავშირდება.
როგორც etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მასწავლებლებისთვის 1 და 4 კრედიტქულის ნაცვლად, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მხოლოდ 7 და 10 კრედიტქულის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ.
კერძოდ, როგორც მასწავლებლის სახლში აცხადებენ, პედაგოგობის მსურველებისთვის, რომლებიც არ არიან ჩართულნი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, სავალდებულო იქნება 10 კრედიტქულის მოპოვება, რისთვისაც მათ ქულათა 61% უნდა გადალახონ.
„მასწავლებლობის მსურველები, რომლებიც არ არიან სქემაში ჩართულნი, საგანში უნდა ჩააბარონ გამოცდა, რომელიც შეფასებული იქნება მხოლოდ 10 კრედიტით. ანუ მასწავლებლობის მსურველებმა უნდა მოიპოვონ ქულების 61% მაინც. ვისაც მასწავლებლის დიპლომი არ აქვთ, უნდა გაიარონ 1-წლიანი 60-კრედიტიანი გადამზადების პროგრამა სასურველ უნივერსიტეტში, რომელსაც გამოცხადებული აქვს აღნიშნული პროგრამა. ხოლო თუ მასწავლებლის დიპლომი აქვთ, მაშინ აღნიშნული პროგრამის გავლა არ არის საჭირო და სკოლაში მუშაობის დაწყებას, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, უფროსი მასწავლებლის სტატუსით შეძლებენ“, - განაცხადეს ცენტრში.
რაც შეეხებათ პრაქტიკოს პედაგოგებს, მათ გამოცდაზე 7 ან 10 კრედიტის დაგროვება მოუწევთ. მათ ვინც, წინა წელს 1 ან 4 კრედიტი მიიღეს, კრედიტები შეუნარჩუნდებათ, მაგრამ ვინც წელს გავა მასწავლებლის გამოცდაზე, მათ აუცილებლად უნდა მიიღონ 7 ან 10 კრედიტი.
„პრაქტიკოს პედაგოგებს, საგნის გამოცდაზე 7 ან 10 კრედიტქულის მოპოვების საშუალება ექნებათ. 7 კრედიტქულა კი საკმარისი იქნებ იმ პედაგოგებისთვის, რომლებსაც 1 კრედიტქულა მაინც აქვთ მოპოვებული. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც 1 კრედიტი მაინც აქვს მოპოვებული, მაშინ გამოცდაზე 50% მაინც უნდა გადალახოს. თუ არ აქვს კრედიტი, მაშინ 60% მაინც უნდა მიიღოს“, - განგვიცხადეს მასწავლებლის სახლში.
იხილეთ ასევე: 2019 წლის საგამოცდო პროგრამა საგნების მიხედვით
როდის გამოცხადდება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია?!
როდემდე არის ძალაში მასწავლებელთა მოქმედი პროფესიული განვითარების სქემა - ბერიკა შუკაკიძე დეტალებზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება