მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N48 საჯარო სკოლის მანდატურ ქალს სცემეს. როგორც სკოლის დირექტორი ირმა ფუხაშვილი აცხადებს, კაცი, რომელიც მანდატურის ცემის გამო დააკავეს, ძალადობას ჯერ სკოლის მასწავლებელზე ცდილობდა, შემდეგ კი მეოთხეკლასელ ბავშვს აედევნა.
დირექტორის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავებული კაცი მისი სკოლის მოსწავლის მშობელია, სიმართლე არ არის.
„ნასვამი კაცი, რომელიც მოგვიანებით, დააკავეს შემთხვევითი გამვლელი იყო. თავდაპირველად ის სკოლიდან გამოსულ პედაგოგს აედევნა და ძალადობის რისკის და ხმაურის ფონზე ინციდენტში მანდატურები ჩაერთნენ. მათ პედაგოგი სკოლაში შეიყვანეს, ამ დროს შეამჩნიეს, რომ ეს კაცი ჩვენი სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეს აედევნა და მასთან ხელგადახვეული მიდიოდა. ბუნებრივია მანდატურები კვლავ შეეცადნენ სიტუაციის გარკვევას. ფიზიკური შეურაცხყოფა ერთ-ერთ მანდატურს მთვრალმა კაცმა სწორედ ამ მომენტში მიაყენა“, - აცხადებს სკოლის დირექტორი „პრაიმტაიმითან“.
მანდატური ფეხზე ტრავმით მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა. ის ამჟამად უკვე გაწერილია.
როგორც მანდატურის სამსახურში აცხადებენ, ინციდენტი, რა დროსაც მანდატური ქალი დაშავდა, სკოლის გარე პერიმეტრზე მოხდა და მანდატურს შეურაცხყოფა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მიაყენა.
შსს-ს ცნობით, კაცი შემთხვევის ადგილზე პატრულმა ადმინისტრაციული წესით დააკავა. ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება