სიახლეები
სიახლეები

გამოცხადდება თუ არა წელს უფასო ფაკულტეტებზე აბიტურიენტების მიღება
27-02-2019
-
+


მომავალი წლიდან უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა იგეგმება. 

როგორც  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, არსებული არაეფექტურია და სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, ახალ მოდელზე მუშაობს, რაც უფასო ფაკულტეტების გაუქმებას გულისხმობს.

„არსებული დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემია და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომ გადასვლა მოხდეს ახალ მოდელზე თუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვაუჩერული სისტემა რჩება, ის მიჰყვება სტუდენტებს პირდაპირ. რაც შეეხება იმ რესურსს, რომელიც მიედინებოდა უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რომელიც ჩამოყალიბდება, ანუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვმუშაობთ იმ კუთხით რომ გვქონდეს მომავალ წელს ახალი მოდელი, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი წინანდელთან შედარებით“, - განაცხადა მინისტრმა.

etaloni.ge დაინტერესდა გამოცხადდება თუ არა წელს უფასო ფაკულტეტებზე მიღება? - როგორც განათლების სამინისტროში განგვიცხადეს, წელს აბიტურიენტები ამ მხრივ სიახლეებს არ უნდა ელოდონ და სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები წელს ისევ გამოცხადდება.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ თუ როდის გახდება ცნობილი აბიტურიენტებისთვის უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სია ივლისის ბოლოს გამოქვეყნდება:

„უფასო პროგრამებს განათლების სამინისტრო ამტკიცებს, თუ დადასტურდა რომ გამოცხადდება, მაშინ სია ცნობილი ივლისის ბოლოს გახდება“.

მანამდე, ვიდრე უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება, განათლების სამინისტროს მიერ 2018 წელს სრულად დაფინანსებული პროგრამების ჩამონათვალს გაეცანით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება