TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

ტრენინგ-მოდულზე ''შავი ზღვის სკივრი'' რეგისტრაცია ცხადდება
23-02-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგ-მოდულზე "შავი ზღვის სკივრი" რეგისტრაცია ცხადდება. 

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაწყებითი და საბაზო სკოლის ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების, სამოქალაქო განათლების, ხელოვნების, მათემატიკის, გეოგრაფიის და ისტორიის პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი საფეხურის პედაგოგებს.

ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან საგანმანათლებლო კრებულის - ''შავი ზღვის სკივრის'', როგორც დამხმარე სახელმძღვანელოს სტრუქტურას და დანიშნულებას. სახელმძღვანელო მოიცავს შავ ზღვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კერძოდ, მონაცემებს მის ეკოლოგიურ, ეკონომიკურ, კულტურულ თავისებურებებზე და უამრავ სახალისო სავარჯიშოს. ასევე, ტრენინგზე პედაგოგები შეძლებენ სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით სახელმძღვანელოში მოცემული აქტივობების განხორციელებას და მოცემულ მასალაზე დაყრდნობით გაკვეთილების დაგეგმვას.
ტრენინგი მოიცავს 8 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათს.

მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ტრენინგის მონაწილე მიიღებს 0.5 კრედიტს.
ტრენინგზე რეგისტრაცია ცხადდება მხოლოდ და მხოლოდ იმ სკოლებისთვის, რომლებსაც ზემო აღნიშნულ ტრეინინგში მონაწილეობა არ მიუღიათ. 
ტრენინგები ჩატარდება შემდეგ რეგიონები: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი.
ტრენინგზე რეგისტრაცია იწარმოებს 27 თებერვლის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება