მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, უფროსკლასელების პირადი კავშირის ამსახველი მასალა „ფეისბუქის“ იმ ჯგუფში გავრცელდა, რომლის წევრებიც სკოლის არასრუწლოვანი მოსწავლეები არიან.
სკოლაში ამბობენ, რომ მოსწავლეები, რომლებიც ვიდეოში ფიგურირებენ, მშობლების განცხადების საფუძველზე სხვა სასწავლებლებში გადაიყვანეს.
როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ განაცხადა, ვიდეო არასასწავლო პერიოდში, სავარაუდოდ, მშენებარე კორპუსშია გადაღებული.
„ერთ-ერთი კერძო სკოლის მიერ დღეს მოწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში დახურულ ჯგუფში გავრცელდა ვიდეო. სავარაუდოდ ეს ვიდეო ეხება ამ სკოლის მოსწავლეებს. ამის შემდგომ სკოლამ დაიბარა მშობლები და მშობლებს მიაწოდა ინფორმაცია. ასევე სკოლამ ინფორმაცია მიაწოდა სოციალურ სააგენტოს და სამართალდამცავ ორგანოებს. ამ მომენტისთვის მშობლებმა დაწერეს განცხადებები და თავიანთი შვილების გადაყვანა სურთ ამ სკოლიდან. ეს ვიდეო გადაღებულია არა სასკოლო დროს, სკოლის გარეთ, სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში“,-განაცხადა გოჩა დავითაძემ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, უწყებამ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში შესაძლო ატვირთვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
„მოვუწოდებთ საზოგადოებას, მსგავსი კადრების მიღების შემთხვევაში, არ შეინახოთ და არ გაავრცელოთ აღნიშნული მასალა, დაუყოვნებლივ წაშალეთ და აცნობეთ სამართალდამცავ ორგანოებს. ნუ გახდებით დანაშაულის თანამონაწილეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები იძულებული იქნებიან დააყენონ როგორც ვიდეოს ამტვირთავის, ისე მისი შემნახავის და გამავრცელებლის პასუხისგებლობის საკითხი“,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება