მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-4/1 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ფატი გურეშიძის ხელმძღვანელობით, ბუნებასა და ხელოვნებაში პროექტები განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბუნების პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები უკეთ გაცნობოდნენ კონტინენტებს, მათ ბუნებას, კლიმატურ თავისებურებებს, ბინადრებს.
„მოსწავლეებმა უჩვეულოდ საინტერესო პრეზენტაციაები მოამზადეს, სადაც კარგად ჩანს მათი მოტივირებულობა და გუნდური მუშაობის პრინციპების ცოდნა“, -ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროექტი ხელოვნებაში კი მიზნად ისახავდა ქართველი მხატვრების ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობას.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, მოსწავლეებმა გუნდური პრინციპით იმუშავეს ისეთ ქართველ მხატვრებზე, როგორებიცაა ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, დიმიტრი ერისთავი, დავით კაკაბაძე. მოსწავლეთა ყურადღება ასევე მიიქცია თეთრი ხიდის ისტორიამ.
„მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესში წარმოადგინეს საინტერესო და შემოქმედებითი პრეზენტაციები, რომლებიც პროექტის წარდგენის შემდეგ საკლასო ოთახთან გამოიფინა. ძალიან სააიამოვნო იყო სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ხილვა პრზენტაციებთან, რომლებიც გულდასმით და ინტერესით კითხულობდნენ და ათვალიერებდნენ მე-4/1 კლასის ნაშრომებს. იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს ფატი მასწავლებელს და მის შემოქმედებით მოსწავლეებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა