სიახლეები
სიახლეები

ყველა სიახლე, რომელიც მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს 2019 წელს ელით
26-02-2019
-
+


2019 წლის დასაწყისი სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის და აბიტურიენტებისთვის. განათლების რეფორმის ფარგლებში არაერთი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი -  მათ შორის, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდა საატესტატო გამოცდები, ცვლილებები შევიდა ერთიანი ეროვნულ გამოცდების ტესტის ფორმატში, აბიტურიენტებისთვის შეიცვალა გრანტის მოპოვების პრინციპიც.

აღსანიშნავია,  განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საატესტატო გამოცდები - 2019 წელს მე-11 კლასისთვის, ხოლო 2020 წელს - მე-11 და მე-12 კლასებისთვის უნდა გაუქმებულიყო, თუმცა მოგვიანებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, CAT-ის გამოცდები მეთორმეტე კლასელებსაც წელსვე გაუუქმდათ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მამუკა ბახტაძემ განათლების სპეციალისტებთან კონსულტაციები და სკოლის გაძლიერება დაასახელა. რაც შეეხება ატესტატის გაცემის წესს, იმისთვის, რომ მოსწავლემ ატესტატი  აიღოს, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, შეიცვალა აბიტურიენტებისთვის უმაღლესში მოხვედრისას გრანტის გაცემის პრინციპი. კერძოდ, ცვლილების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტი ჩასაბარებლად 2 ან მეტ არჩევით საგანს აირჩევს და ჩაიჭრება ან გამოცდაზე არ გავა, იგი გრანტის მიღების შესაძლებლობას აღარ კარგავს.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდების ტესტებში შესულ ცვლილებებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ლიტერატურის, გეოგრაფიისა და უცხოური ენების გამოცდაში.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა:  ტესტში იქნება მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70-ქულიანი და არა 80-ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო. ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.

უცხოური ენების გამოცდა: ტესტიდან ამოღებულია  ერთ-ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო; შესაბამისად, საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).

ლიტერატურის გამოცდა: ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი (მაქსიმალური ქულაა 40 ნაცვლად 30-ისა) და მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა იქნება 30 ნაცვლად 25-ისა. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 70  და არა 80, როგორც ეს წინა წლებში იყო; ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად ნახევარი საათით შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც - 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება 4 საათი.

გეოგრაფიის გამოცდა: ტესტში გაიზრდება ე.წ. ხვედრითი წილი ღია დავალებებისა, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე;  შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4-ქულიანი ღია დავალებების ბლოკი;  ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება