მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთ მოხუცებულ ქალბატონს ორი დიდი დოქი ჰქონდა. გაიდებდა ხოლმე ქალი მხრებზე ჯოხს, ერთ მხარეს ერთ დოქს დაჰკიდებდა, მეორე მხარეს კი მეორეს და მიდიოდა წყაროზე წყლის მოსატანად. ერთი დოქი გაბზარული იყო, მეორე კი - მთელი. ქალს მთელი დოქი მუდამ წყლით სავსე მიჰქონდა სახლამდე, გაბზარული კი - ნახევრად დაცლილი.
ასე გავიდა ორი წელი, ამ ხნის მანძილზე ქალს სახლში ყოველდღიურად დოქანახევარი წყალი მიჰქონდა. მთელი დოქი ამაყობდა საკუთარი თავით, გაბზარულ დოქს კი სცხვენოდა თავისი ნაკლის და თავს ცუდად გრძნობდა, რადგან მხოლოდ ნახევარი საქმის გაკეთება შეეძლო.
ერთ დღესაც, როდესაც ქალი
წყაროზე წყალს ავსებდა, საკუთარ უსარგებლობაში დარწმუნებული დოქი
ალაპარაკდა: „ძალიან მრცხვენია ჩემი
ნაკლის. სწორედ ამის
გამოა, რომ ჩემში არსებული წყლის ნახევარი იღვრება, ვიდრე სახლამდე მივალთ“.
მოხუც ქალს გაეღიმა და
დოქს უთხრა: „ოდესმე თუ
შეგიმჩნევია, რომ ბილიკის გასწვრივ, შენს
მხარეს უამრავი ლამაზი ყვავილია ამოსული, მეორე მხარეს კი –არა?
ყოველთვის კარგად მესმოდა შენი
ნაკლის შესახებ, ამიტომაც დავთესე ყვავილები ბილიკზე.
ყოველდღე, როდესაც სახლში მივდიოდით, შენ უბრალოდ კი არ ღვრიდი წყალს, არამედ ყვავილებს რწყავდი. ყვავილები იზრდებიან, ყვავილობენ და ალამაზებენ არემარეს. მე ვკრეფ მათ, სახლში მიმაქვს და ჩვენს სახლსაც ვამშვენებ. ასეთი რომ არ ყოფილიყავი, როგორიც ხარ, მე ამ სიამოვნებას ვერ მივიღებდი და არც ბილიკს და არც ჩვენ სახლს არ დაამშვენებდა ულამაზესი ყვავილების სილამაზე და სურნელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ