მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის პროფესია მოგზაურობას ჰგავს, სადაც თავგადასავალი არასდროს მთავრდება, ისტორიის მთავარი გმირები კი მოსწავლეები არიან, რომლებისგანაც ყოველდღიურად ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
გთავაზობთ 7 თვისებას, რომელსაც პედაგოგები მოსწავლეებისგან სწავლობენ:
სილაღე - შესაშური თვისება აქვთ ბავშვებს. მათ შეუძლიათ ცხოვრების რთულ ხასიათს თავი აარიდონ და მოციმციმე თვალებით, ღიმილითა და თამაშით დაუპირისპირდნენ;
უანგარო სიყვარული - მათ არა დამსახურებებით, არამედ შეგრძნებებით უყვართ, უბრალოდ უყვართ და სიყვარულით მეტად ლამაზდებიან;
გულწრფელობა - მიუხედავად სიცელქის, ფანტაზიისა და ცოტაც მატყუარა ბუნებისა, ბავშვები ურთიერთობებში არიან ის, ვინც რეალურად არიან და ამბობენ იმას, რასაც რეალურად ფიქრობენ;
სასწაულის რწმენა - პატარები ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრობენ, ოცნებობენ და სჯერათ, რომ ცხოვრებაშიც ხდება ჯადოსნობა, სჯერათ, რომ ჩვენს ფიქრებსა და დამოკიდებულებებს დიდი ძალა აქვთ;
დეტალებზე დაკვირვება - ბავშვები ყველაფერს მიბაძვით სწავლობენ, აკვირდებიან გარემოს, მშობლებს, მეგობრებს, მასწავლებლებს და გაუცნობიერებლად ბევრ რამეს სწავლობენ ცხოვრებაზე;
ცნობისმოყვარეობა - მათ აინტერესებთ ყველაფერი და ძალიან საინტერესო და კრეატიული მიდგომების გამოგონება შეუძლიათ სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად;
ახლის შემეცნების სურვილი - მოსწავლეები ძალიან სხარტები არიან, მუდმივად სიახლეებს ეძებენ და მარტივად უწყობენ ფეხს თანამედროვე გამოწვევებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ