სიახლეები
სიახლეები

„მოსწავლეებისთვის და აბიტურიენტებისთვის არჩევანს ვაფართოებთ“ - მარიამ ჯაში
26-02-2019
-
+


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „პროფესიული განათლება სკოლებში მონაწილეობდა.

როგორც მან აღნიშნა, პროფესიული განათლება სკოლებში სწავლისა და განვითარების დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს.

მისივე თქმით, გაერო-ს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის მთავრობის დახმარებით, 200-ზე მეტი სკოლა არის და ათი ათასამდე მოსწავლე ჩაერთო პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.

„ეს არის სკოლებისა და კოლეჯების ერთობლივი თანამშრომლობის ნებაყოფლობითი ინიციატივა, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, რომ სკოლის ბაზაზე მიიღონ პროფესიული განათლება. პროფესიული განათლების კუთხით, გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის კანონი, რომელიც პარლამენტმა 2018 წლის შემოდგომაზე მიიღო და რომელსაც პრაქტიკულად ახალ ეტაპზე გადაჰყავს პროფესიული განათლება. ვაფართოებთ განათლების მიღების შესაძლებლობებს, ვაფართოებთ არჩევანს მოსწავლეებისთვის და ასევე აბიტურიენტებისთვის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, თუ ადრე კოლეჯის ეტაპზე მთავრდებოდა განათლების მიღების შესაძლებლობები და იყო მნიშვნელოვანი ბარიერები უმაღლესი განათლების ეტაპზე გადასასვლელად, ეს საკანონმდებლო ჩიხი უკვე აღმოფხვრილია.

„2019 წლის გაზაფხულიდან მოსწავლეებს შეეძლებათ, კოლეჯში მიიღონ როგორც პროფესიული განათლება, ასევე, სკოლის საატესტატო პროგრამა დაასრულონ და, სურვილის შემთხვევაში, განაგრძონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ის, რომ ჩვენ წელს შევქმენით თანაბარი შესაძლებლობები როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებისთვის, რაც ჯანსაღი კონკურენციის შექმნის პირობებს იძლევა. მსგავსი პროექტები არის მნიშვნერლოვანი, რათა მოხდეს პროფესიული განათლების შესაძლებლობების სწორი შეფასება და დაინტერესების შემთხვევაში ახალგაზრდებმა მიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“,- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება