სიახლეები
სამასწავლებლო

სად გააგრძელებენ კარიერას სკოლების გამოცდილი ხელმძღვანელები და რა ცვლილებებს შეიტანდნენ დირექტორების არჩევის წესში
27-02-2019
-
+


სად აპირებენ კარიერის გაგრძელებას გამოცდილი დირექტორები და რა ცვლილებების განხორციელებაზე საუბრობენ ისინი დირექტორების არჩევის წესში.

etaloni.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის დირექტორი გია ქასრაშვილი:

„მე 2007 წლიდან დირექტორის პოზიციაზე ვმუშაობ. გავიარე ყველა შესაბამისი ეტაპი, გამოცდები და უკვე მეორედ ვარ არჩეული სამეურვეო საბჭოს მიერ. კანონმდებლობის შესაბამისად არ მაქვს უფლება ისევ დირექტორის პოზიცია დავიკავო. ამიტომ ვაპირებ გავიარო სერტიფიცირება და დავადასტურო ჩემი კომპეტენცია. პროფესიით ისტორიკოსი ვარ და მინდა სკოლაში დავრჩე კვლავაც და ჩავატარო გაკვეთილები. ვფიქრობ დირექტორების არჩევის სისტემაში შესაცვლელი ძირითადად არაფერია, რადგან ეს ძალიან დახვეწილი და აწყობილი სტრუქტურაა, რომელიც შესანიშნავად მუშაობს“.

ქალაქ თბილისის N49 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ცაავა:

„მე უკვე 10 წელია სკოლაში ვმუშაობ დირექტორის პოზიციაზე და ორივე შემთხვევაში არჩეული დირექტორი ვარ . ვარ მენტორი მასწავლებელი და ასევე მაქვს სამეცნიერო წოდება. ამდენად, დირექტორობის შემდეგ მე კვლავაც ვაპირებ განათლების სისტემაში გავაგრძელო მოღვაწეობა. ვფიქრობ, გამოცდილ დირექტორებს, რომლებიც წლებია მუშაობენ, აღარ სჭირდებათ გამოცდა. რადგან ეს ალბათ უფრო ახალგაზრდა კადრებისთვის არის აუცილებელი. მე პირადად ხუთჯერ ვარ გამოცდაზე გასული, მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან ბევრი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული ჩემი დირექტორობის პერიოდში და ვაპირებ კიდევ ძალიან ბევრი გავაკეთო“

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ მარკოიძე:

„მიუხედავად ჩემი მცდელობისა, სტატუსის ამაღლებისა და გამოცდების ჩაბარებისა, უკვე ცხრა წელია დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ჩემი პროფესიაა ისტორია- რელიგიათმცოდნეობა. 2011 წელს გავიარე სერტიფიცირება და ვაპირებ დღევანდელი პოზიციის შეცვლის შემდეგ მე კვლავაც ვიქნები სკოლაში და ჩავატარებ გაკვეთილებს“ 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ქათამაძე:

„უკვე მეცხრე წელია დირექტორის პოზიციაზე ვმუშაობ ჩვენს სკოლაში. პროფესიით დაწყებითების პედაგოგი  ვარ და დირექტორობის მერე, თუ უფალი ინებებს, ისევ დაწყებით კლასში ვიმუშავებ პედაგოგად. ვფიქრობ, შესაცვლელი ამ სისტემაში ძირითადად არაფერია, თუმცა, ძალიან კარგი იქნება თუ ხშირად ჩაუტარდება ტრენინგები დირექტორებს“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ ალმასია:

„პროფესიით არ ვარ პედაგოგი, ინჟინერ- ეკონომისტი ვარ და წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩემი პროფესიით. თუმცა უკვე მეცხრე წელია სკოლაში ვმუშაობ დირექტორის პოზიციაზე. ამჟამად 61 წლის ვარ და ალბათ, დირექტორობის შემდეგ უკვე პენსიაზე გავალ. დირექტორად მინისტრის ბრძანებით დავინიშნე და ოთხი წლის შემდეგ გამოცდებიც ჩავაბარე. ვფიქრობ, გამოცდები აუცილებელია, რადგან დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და შენც უნდა აუწყო ცხოვრებას ფეხი“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ცოცხალაშვილი:

„35 წელია  ამ სკოლის დირექტორი ვარ. როგორც კი შემოვიდა პირველი დირექტორების გამოცდები, მაშინვე გავედი და 20 პროცენტიანი გრანტი მოვიპოვე, იმდენად მაღალი ქულები მქონდა, რომ სხვაგან არც გამიშვეს ისევ ჩემს მშობლიურ სკოლაში დავრჩი დირექტორი პოზიციაზე. ვარ უცხო ენების სპეციალისტი და მშვიდობის კორპუსის პარტნიორი უკვე მრავალი წელია. ჩვენი სკოლა სიახლეების მომხრეა, ჩემთან ერთად, თუმცა არც ძველს ვივიწყებთ. ჩემი შვილები ამერიკაში ცხოვრობენ და ჩემი დირექტორობის შემდეგ ალბათ წავალ და იქ გავაკეთებ საკვირაო სკოლას და გავაგრძელებ კვლავ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ვფიქრობ ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი, თუნდაც დირექტორად არჩევის წესთან დაკავშირებით. უნდა არსებობდეს, თუნდაც ერთწლიანი მოსამზადებელი საშუალება მომავალი დირექტორებისთვის. ან საერთოდაც, სკოლის დირექტორს სკოლაშივე უნდა ირჩევდნენ გამოცდილი პედაგოგები“. 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლის დირექტორი დონალდ ძაგანია:

„უკვე 30 წელია დირექტორი ვარ . გამოცდაზე ორჯერ გავედი და ორჯერ მოვიპოვე დირექტორობის სერტიფიკატი. ეს იყო 2007 და 2014 წლებში. ორივეჯერ არჩეული დირექტორი ვარ. პროფესიით ისტორიკოსი დღემდე ვატარებ ისტორიის გაკვეთილებს. შესაბამისად ვარ საგნის სერტიფიცირებული მასწავლებელი. დირექტორობის შემდეგ, ისევ ჩემს მშობლიურ სკოლაში დარჩენას და ისტორიის მასწავლებლობას ვგეგმავ. პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე და თანაც არც მაქვს სურვილი სადმე სხვა სკოლაში ვიყარო კენჭი დირექტორობაზე, ხოლო ჩემს სკოლაში დირექტორობის უფლება უკვე აღარც მაქვს, მესამედ ვეღარ ამირჩევენ. ვფიქრობ, აუცილებელია სკოლის დირექტორი იყოს პედაგოგი, რომელი კარგად არის ჩახედული და ერკვევა სასკოლო ცხოვრებაში და არა ვინმე, სრულიად სხვა პროფესიის წარმომადგენელი“.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება