მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„უნდა გადაიხედოს გარკვეული რეგულაციები, რომელიც მოსწავლეებს გაკვეთილების 30%-ის გაცდენის შესაძლებლობას აძლევს“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სკოლების შიდა შეფასებას განსაკუთრებული დატვირთვა მიეცემა და ატესტატის გაცემა შიდა შეფასების საფუძველზე მოხდება.
„გამოცდების დანიშვნით ბავშვები არ შესულან სკოლებში, უფრო მეტი არ დადის, უფრო ნაკლები დადის, ანუ გამოცდების მოხსნით და პლუს სხვა მექანიზმებით, რომელიც იქნება მაგალითად ის, რომ სკოლების შიდა შეფასებასაც, მიეცემა განსაკუთრებული დატვირთვა. ატესტატი გაიცემა შიდა შეფასების საფუძველზე, მასწავლებელი რა ნიშანსაც დაუწერს. თუ ბავშვი არ ივლის სკოლაში, მაშინ დირექტორმა და მასწავლებელმა არ უნდა დაწეროს ეს ნიშანი. ეს მექანიზმები უნდა ამოქმედდეს.
ასევე, უნდა შემოწმდეს სკოლებისა და დირექტორების მხრიდან ბავშვების სკოლაში სიარული. ასევე, არის გარკვეული რეგულაციები, რომელიც ბავშვებს აძლევდა საშუალებას მაგალითად 30% გაეცდინათ. ფაქტობრივად, მესამედია სასწავლო წლის. ასეთი რეგულაციები უნდა გადაიხადოს იმისთვის, რომ ბავშვები ნელ-ნელა დავაბრუნოთ სკოლაში. მასწავლებელმა და დირექტორმა უნდა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა, იმისათვის რომ სკოლას მიეცეს მეტი როლი“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა