მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის ფატიმა ბასილაურის ხელმძღვანელობით პროექტი - „გვახსოვდეს 25 თებერვალი“ განხორციელდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა მოსწავლეებს შთამბეჭდავი სლაიდ - შოუს ფონზე 1921 წლის 25 თებერვალის მოვლენების შესახებ მოკლე და ამომწურავი ინფორმაცია გააცნო.
„მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველი იუნკერების და იმ ათასობით სამშობლოს სიყვარულით გულანთებული გმირების ხსოვნას, ვინც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია საქართველოში შემოჭრილ მე-11 წითელ არმიას და სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას.
დიდი მოწონება დაიმსახურა მე- 9 კლასის მოსწავლის - ანი მჭედლურის მხატვრულად წაკითხულმა ლექსმა - „თოვდა და თბილისს ებურა თალხი...“ დასასრულს მოსწავლეებმა დოკუმენტური ფილმი - „ქართველი იუნკერები“ ნახეს. ფილმმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და უამრავი კითხვაც დაებადათ. მასწავლებელი ამომწურავად პასუხობდა მოსწავლეთა მიერ დასმულ თითოეულ კითხვას. პროექტის მიწურულს უკვე ყველამ იცოდა თუ რატომ არის 25 თებერვალი შავი ასოებით ჩაწერილი საქართველოს ისტორიაში და მათ გულებში ზარებივით რეკდა შემდეგი სიტყვები - „არა ძალადობას“, „არა ოკუპაციას“,-აღნიშნავს სკოლის წარმოამდგენელი.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა