სიახლეები
სიახლეები

„ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვის მხარდამჭერი ჯგუფების მომზადება მიმდინარეობს
27-02-2019
-
+


განათლების რეფორმის ფარგლებში, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვის პედაგოგები და სკოლები აქტიურად ემზადებიან. 50 სკოლის მხარდამჭერი ჯგუფების მომზადება ინტენსიურად მიმდინარეობს.  

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, „ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს. ტრენინგი რამდენიმე მოდულისგან შედგება და მისი ჩატარება რეგიონებშიც იგეგმება.

მხარდამჭერი ჯგუფების მთავარი ამოცანაა, დაეხმარონ სკოლებს სასკოლო კლიმატისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.  მხარდამჭერი ჯგუფები I-IV კლასების პედაგოგებთან სკოლის ბაზაზე ​„ქოუჩინგის“​ პრინციპით იმუშავებენ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა
  • სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება
  • ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში

მხარდამჭერის ჯგუფების წევრების ტრენინგებს უძღვებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტები და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერები. ტრენინგების დასრულების შემდგომ, ეტაპობრივად, მხარდამჭერი ჯგუფები მუშაობას მათთვის შერჩეულ სკოლებში განაგრძობენ.  

50 საპილოტე სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის მარტიდან ამუშავდება, შემოდგომიდან კი ეს მოდელი კიდევ 100 სკოლას მოიცავს და ეტაპობრივად, მთელი საქართველოს საჯარო სკოლების მასშტაბით დაინერგება.

სამინისტროს ცნობით, მომზადდა სასკოლო კულტურისა და მე-4 კლასის მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების ინტრუმენტები, რომლებითაც შეფასდება 50 სამიზნე სკოლაში არსებული საწყისი მდგომარეობა, და შესაბამისად, დაიწყება განვითარებაზე ორიენტირებული ცვლილებები. სასკოლო კვლევის კულტურის შეფასება სამიზნე სკოლებში უკვე დაწყებულია. ტესტების მომზადება დასრულდა და უახლოეს მომავალში ამავე სკოლებში საგნობრივი აკადემიური მიღწევები შეფასდება. სამიზნე სკოლებში ეს შეფასება ყოველწლიურად ჩატარდება, მისი მიზანია წინსვლის გაზომვა და  საჭიროებების დადგენა სათანადო დახმარების გასაწევად. შეფასების კომპონენტს უძღვებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება