სიახლეები
ეტალონი

„ქვეყანა მაშინაა ძლიერი, როდესაც განათლება არის მთავარი პრიორიტეტი“- „გორის ეტალონი მოსწავლე“ ფინალისთვის ემზადება
03-03-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, გორის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „გორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი, გორის რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები- რამაზ შიოშვილი და ნინო ბერიანიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ჩემპიონატი დადებითად შეაფასა და გამარჯვებულ მოსწავლეს „ეტალონის“ ფინალში წარმატებები უსურვა:

„დღევანდელი დღე გორის მოსწავლეებისთვის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. გამოვლინდა „გორის ეტალონი მოსწავლე“, რომელიც მუნიციპალიტეტს ჩემპიონატის ფინალზე წარადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი გამარჯვებული მერვე კლასის მოსწავლეა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო და წარმატებები ვუსურვო მას „ეტალონის“ ფინალში“.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა „გორის ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც წარმატებით იასპარეზებს:

„მე დარწმუნებულიც კი ვიყავი იმაში, რომ დღევანდელ ჩემპიონატში ძალიან მაღალი ქულები დაფიქსირდებოდა. ვფიქრობ, რომ ასეთი შეჯიბრი ახალგაზრდებს უყალიბებს საკუთარი თავის რწმენას. მათ იციან, რომ შრომა აუცილებლად დაუფასდებათ და ცოდნა არასოდეს დაეკარგებათ. ვულოცავ ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვებას და  მე დარწმუნებული ვარ, რომ ის  ჩვენს მუნიციპალიტეტს ჩემპიონატის ფინალშიც ასახელებს“.

მერის მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების მაღალ აკადემიურ მოსწრებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ მხრივ:

„ქვეყანა მაშინაა ძლიერი, როდესაც განათლება არის მთავარი პრიორიტეტი. მე ძალიან ვამაყობ ჩვენი მოსწავლეების ჩართულობით და მაღალი აკადემიური მოსწრებით. ჩვენ გვყავს საუკეთესო ახალგაზრდები, რასაც მათ მიერ მოპოვებული ოქროს და ვერცხლის მედლების რაოდენობა, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი შეფასებები და გრანტები ადასტურებს. „ეტალონის“ არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, რომელია აძლევს მათ ცოდნას, განათლებას, სიძლიერეს, სითამამეს და საკუთარი თავის რწმენას. ჩვენ უკვე წლებია ვთანამშრომლობთ ამ არაჩვეულებრივ პროექტთან და მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ახალგაზრდებისთვის გაწეული სამსახურისთვის“.

მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, რამაზ შიოშვილმა „ეტალონს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარში დაუდგება მას საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში:

„პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ წარმატებულ პროექტს, რომელსაც უკვე მეექვსე წელია ვესწრები და ვხედავ რამდენი სიახლე აქვს ყოველწლიურად ჩვენი მოსწავლეებისთვის. ჩვენ გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზად ვართ ჩავერთოთ ასეთ საგანმანათლებლო და მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვან პროექტებში. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო და წარმატებები ვუსურვო ჩვენი მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლეს“

მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო ბერიანიძემ პროექტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ზრდის მოტივაციას მოსწავლეებში:

„პირველ რიგში მადლობა „ეტალონის“ დამფუძნებლებს. ის ფაქტი, რომ პროექტი ამდენი ხანია გრძელდება, ნამდვილად უსვამს ხაზს მის აქტუალობას, პოპულარობას. ის ხელს უწყობს მოსწავლე- ახალგაზრდობის მოტივაციის ამაღლებას, მათი ცოდნისა და უნარების წარმოჩენას. ეს არის დამატებითი სტიმული, რადგან ხდება მათი ცოდნისა და შრომის ობიექტურად შეფასება და დაფასება. გორის მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ხელს უწყობს მსგავსი პროექტების განხორციელებას და დღეს, „ეტალონის“ გამარჯვებულს და მის დამრიგებელს მერიისგან დაენიშნება 100 ლარიანი სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში“.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა „ეტალონს“ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის გაწეული სამსახურისთვის:

„ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. მე მიხარია, რომ გორის ბევრი სკოლა არის ჩართული და კიდევ ბევრი ჩაერთვება, დარწმუნებული ვარ. მოსწავლეებისთვის ეს არის ერთგვარი სტიმული და მოტივაცია სამომავლოდ წარმატების მიღწევის და მეტი განათლების მიღების. ვულოცავ თითოეულ მონაწილეს და მადლობა „ეტალონს“ ასეთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობებისთვის“.

"გორის ეტალონი მოსწავლის" ტიტული გორის N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ ნატა ტოლიაშვილმა მოიპოვა: 

„ვფიქრობ ეს არის ყველაზე დიდი სიხარული, რაც შეიძლება ცხოვრებაში გქონდეს. ძალიან ვემზადებოდი ამ ჩემპიონატისთვის, ვმეცადინეობდი ძალიან ბევრს და უბედნიერესი ვარ დღევანდელი წარმატებით. ყველანაირად ვეცდები გორი ვასახელო „ეტალონის“ ფინალში“. 

გორის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ხატია მშვიდობაძემ, რომელიც გამარჯვებულის კლასის დამრიგებელია, აღნიშნა, რომ როგორც ნატა ტოლიაშვილის თანაკლასელები, ასევე გორის N1 საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე განსაკუთრებული მონდომებით ემზადება „ეტალონის“ ჩემპიონატებისთვის:

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ნატა არაჩვეულებრივი გოგონაა, მაღალი აკადემიური მოსწრებით, ძალიან მიზანდასახული და მონდომებული. დღეს თითქოს ზუსტად ვიცოდი, რომ დღევანდელი ჩემპიონატი ნატასთვის წარმატებულად დასრულდებოდა. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ როგორც მისი თანაკლასელები, ასევე ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლე ყოველთვის დიდი მონდომებით და მაღალი პასუხისმგებლობით ემზადება „ეტალონისთვის“. მე მინდა წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო ნატალია ამ ჩემპიონატის ფინალურ ტურშიც“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „გორის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი „ეტალონი“ ღონისძიებაში ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის გორის მუნიციპალიტეტის მერიას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება