სიახლეები
ეტალონი

„წელს უფრო მეტი წარმატებული მოსწავლე გვყავს, ვიდრე შარშან“ - მცხეთა „ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ემზადება
28-02-2019
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტში 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 6 მარტს იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი შორენა არჯევანიძე:

„ზოგადად პროექტი მისასალმებელია, მით უმეტეს, მას ამდენწლიანი გამოცდილება აქვს მუნიციპალიტეტებთან თანამშრობლობის. პროექტის ორგანიზატორები ძალიან დადებითად არიან განწყობილნი თითოეული მოსწავლისა და მუნიციპალიტეტების მიმართ. ტრადიციულად, პირველი და მეორე ტურიც ყოველთვის საკმაოდ მშვიდ გარემოში ტარდება. სხვათა შორის, წელს გვაქვს სიახლე - „ეტალონის“ რაიონული ტური კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრში ჩატარდება, რომელიც ახლახანს აშენდა და არის თანამედროვე სტანდარტებს მორგებული“. 

რესურსცენტრის უფროსი ბექა იორდანაშვილი:

„ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც „ეტალონში“ მოსწავლეების მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა. ჩვენთვის უკვე ტრადიციად იქცა ჩემპიონატში აქტიური მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, არც ეს წელი იყო გამონაკლისი. ტესტირებებმა მშვიდად ჩაიარა და მოსწავლეები მეორე ტურს მოუთმენლად ელოდებიან“.

წილკნის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ტაველური: 

„ტესტირების პირველ ეტაპზე ჩართულობა და დაინტერესება დიდი იყო. მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის 16 მოსწავლე ჩაერთო ჩემპიონატში, საიდანაც ოთხი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში. საკმაოდ კარგი ქულები დაფიქსირდა, 64 ქულა იყო ყველაზე დაბალი. საერთო ჯამში, ყველანი კმაყოფილები ვართ, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი ცოდნის გამოვლენა“.

მცხეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბოხუა: 

„ზოგადად, პროექტი „ეტალონით“ ძალიან კმაყოფილები ვართ და ყოველთვის აქტიურად ვერთვებით ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ შარშან ჩვენი მოსწავლე ფინალშიც მონაწილეობდა და ეს მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს. წელსაც მათმა აქტიურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ისინი მოუთმენლად ელიან მეორე ტურს“.

წეროვნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა წამალაიძე: 

ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩაიარა. წელს პროექტით მოსწავლეების ძალიან დიდი რაოდენობა იყო დაინტერესებული. პირველ ეტაპზე მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებიც დააფიქსირეს. სხვათა შორის, ჩვენი მოსწავლეები ფინალშიც აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებებსაც აღწევენ. ძალიან დიდი მადლობა „ეტალონს“.

წეროვნის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნათია სოხაშვილი-კვინიკაძე: 

„მოსწავლეები ჩემპიონატის პირველ ეტაპზე აქტიურად ჩაერთნენ. ტესტირებამ მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა, არანაირი დარღვევა არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებმა კარგად იმუშავეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ მეორე ტურში“.

ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ჭოტორლიშვილი: 

„ჩვენს სკოლაში პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა. წელს უფრო მეტი წარმატებული მოსწავლე გვყავს, ვიდრე შარშან. იგივე ითქმის ქულებზეც, საკმაოდ კარგი ქულები დაიწერა. რაც შეეხება, მეორე ტურს მოსწავლეები აქტიურად ემზადებიან და ცოტას ნერვიულობენ კიდეც“.

ქსნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანა ქუმსიაშვილი:

„ტესტირებამ შარშანდელზე უკეთესად ჩაიარა. უფრო მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და მეტი მოტივაციაც ჰქონდათ. მეორე ტურისთვის ჯერ არ დაგვიწყია მზადება, მაგრამ ხვალიდან დავიწყებთ უკვე. რაც მთავარია, დერეფნებში სულ „ეტალონი“, „ეტალონი“ ისმის, რაც ფაქტობრივად გამარჯვების ტოლფასია“.

ძველი ქანდის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაყვალა იაკოფოვი: 

„ძალიან მშვიდად, წყნარად და ყველა წესის დაცვით ჩაიარა ტესტირებამ. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ და მოუთმენლად ელოდნენ შედეგებს. ტესტირებაში სულ 12 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან 7-მა გადალახა პირველი ეტაპი, ხოლო რაიონულ ტურში კი 2 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. მეორე ტურისთვის მზადება უკვე დავიწყეთ,  მოსწავლეებს მონაცვლეობით ვაძლევთ სხვადასხვა ტესტს და ასე კოლექტიურად ვვარჯიშობთ“.

ერედის საჯარო სკოლის დირექტორი გელა თეზელიშვილი:

„მოსწავლეები ტესტირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ და ძალიან დიდი ინტერესით და ხალისით ჩაერთნენ. მეორე ტურში ჩვენი სკოლიდან ორი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას და უკვე დაიწყეს კიდეც მზადება. ყველას გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ მოსწავლეები მეორე ეტაპზე თავიანთ კარგ შედეგს გააუმჯობესებენ და წარმატებებს მიაღწევენ“.

ერედის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ ზარიაშვილი: 

„მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაწყებულია. მოსწავლეები ძალიან გახარებულები არიან, რომ პროექტში მონაწილეობის შანსი მიეცათ. რაც შეეხება, ტესტირების მიმდინარეობას, მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა“. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.


იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება