მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური უკვე 11 მარტს იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.
Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
რესურსცენტრის უფროსი დავით ზედგინიძე:
„მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ნიჭიერება, სწავლა და შედეგი წარმოეჩინათ, შესაბამისად, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან მეორე ტურისთვის 84 მოსწავლე შეირჩა. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ცოდნა გამოავლინონ. ამ პროექტში მონაწილეობით მათ მოტივიაცია ეზრდებათ, სწორედ ამიტომ, ჩვენ „ეტალონს“ მხარს ვუჭერთ“.
გორელოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ტატიანა კარევა:
„ტესტირების პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ და მინდა ვთქვა, რომ სიამოვნებით მონაწილეობენ ჩემპიონატში. კითხვებიც ძალიან საინტერესო იყო და მეორე ტურისთვისაც დავიწყეთ აქტიური მზადება“.
გორელოვკის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი იადონა ზედგინიძე:
„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და თითქმის ყველა მოსწავლემ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. აღვნიშნავ, რომ მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ ჩემპიონატში და ახლა შედეგებს მოუთმენლად ელიან“.
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ხითარიშვილი:
„ჩვენ ყოველ წელს ვმონაწილეობთ ჩემპიონატში და შესაბამისად, ეს ჩვენთვის ახალი არ ყოფილა. ტრადიციულად, წყნარად და მშვიდად ჩაიარა ტესტირებამ და მოსწავლეებიც დიდი შემართებით ჩაერთნენ. რა თქმა უნდა, დავიწყეთ მზადება მეორე ტურისთვისაც, რომელსაც მოსწავლეები განსაკუთრებულად ელიან“.
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირინე შეშაბერიძე:
„ეს ყველაფერი მოსწავლეებზე დადებითად მოქმედებდა, რადგან ისინი ჩემპიონატში წინა წლებშიც მონაწილეობდნენ. ტესტირება მშვიდ ვითარებაში ჩავატარეთ, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და საკმაოდ ამაღლებული განწყობა ჰქონდათ“.
გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინა სუდაძე:
„ტესტირებაში სკოლის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ზოგადად, ტესტირებამ არაჩვეულებრივად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამჟამად, მოსწავლეები მოუთმენლად ელიან მეორე ტურს. დიდი მადლობა „ეტალონს“ და შემოქმედებით გუნდს ასეთი საჭირო და კარგი პროექტისთვის“.
გორელოვკის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნუგზარ მარკოიძე:
„ჩვენი სკოლიდან 12 მოსწავლე მონაწილეობდა პირველ ტურში და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მათგანმა გადალახა 51 ქულიანი ბარიერი. ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით მეორე ტურს. ზოგადად, ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა, მშვიდ და წყნარ გარემოში“.
უჩმანის საჯარო სკოლის დირექტორი გრიგორ ამირხანიანი:
„ტესტირებამ წყნარ და მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ და ახლა მოუთმენლად ელოდებიან მეორე ტურს“.
ეშტიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ბერნიკ ჰოვსეფიანი:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა სომხურენოვანია, მოსწავლეები ჩემპიონატში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. ტესტის კითხვებიც კარგად გაიგეს და ამ მხრივ, არანაირი დაბრკოლება არ შეგვქმნია. საერთოდ, ტესტირებამ კარგად ჩაიარა“.
ეშტიის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინა მარიკიანი:
„ჩემპიონატში მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ. მათთვის ტესტირების პროცესი საინტერესო და სახალისო იყო და ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. მეორე ტურისთვის მზადებაც ნელ-ნელა დავიწყეთ და ველოდებით უფრო მეტ წარმატებას“.
ყულალისის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ნერსესიანი:
„ტესტირების პირველი ეტაპი სკოლაში წარმატებით დასრულდა. ჩემპიონატში სულ 16 მოსწავლე მონაწილეობდა და მათთვის ეს კონკურსი საინტერესო და ხალისიანი იყო. ძალიან ვაფასებთ „ეტალონს“, რადგან ის ხელს უწყობს ჩვენი მოსწავლეების ინტეგრაციას საზოგადოებაში და ქართული ენის სწავლისთვის მოტივაციის გაზრდას“.
სპასოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ციური ხოზრევანიძე:
„მოსწავლეების ჩართულობითა და აქტიურობით მეტ-ნაკლებად კმაყოფილები ვართ, თუმცა მომავალი წლისთვის ჩვენი შედეგების გაზრდას ვაპირებთ. ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა და არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია, რაც შეეხება მეორე ტურს, მისთვის მზადებაც ნელ-ნელა დავიწყეთ“.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა