სიახლეები
სკოლები

მარელისის საჯარო სკოლა სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობას აქტიურად ახორციელებს
01-03-2019
-
+


მარელისის საჯარო სკოლაში გასული და მიმდინარე კვირა ბევრი აქტივობით იყო დატვირთული.

სკოლა საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობდა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალისთვის გამართულ ღონისძიებაში და დაჯილდოვდა შესაბამისი დიპლომებით და სერტიფიკატებით.

სკოლაში გაიმართა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა ისაუბრეს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, იუნკერთა გმირობაზე, მარო მაყაშვილზე და წუთიერი დუმილით პატივი  მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

სკოლის სააქტო დარბაზში პედაგოგებისა საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის მოეწყო ფილმის „სკოლა“ ჩვენება. ფილმის ბოლოს გაიმართა დისკუსია ფილმის მთავარ იდეაზე ,,ბულინგი სკოლაში“. მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულებები და შეხედულებები აღნიშნულ პრობლემაზე. მოეწყო პრეზენტაციები, მომზადდა კედლის გაზეთები და პოსტერები.

კვირის ბოლოს, სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა პროექტის ,,კვირის წარმატებული მოსწავლე“ დაჯილდოება. შეკრებილ პედაგოგებს და მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს წარმატებულმა მოსწავლეებმა და თავიანთი დადებითი ემოციები გამოხატეს ამ პროექტის მიმართ. მოსწავლეები სკოლის დირექტორმა დააჯილდოვა შესაბამისი დიპლომებით. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება