მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური უკვე 16 მარტს იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
რესურსცენტრის უფროსი თერეზა ჩივჩიანი:
„ეტალონის“ პირველ ტურში ჩვენი მუნიციპალიტეტის 65-ვე სკოლა მონაწილეობდა, რაც 100 %- იან ჩართულობას ნიშნავს. ბავშვები ძალიან არიან მონდომებული, ბევრ მეცადინეობენ და ყველას უნდა გამარჯვება. „ეტალონი“ ძალიან დიდ როლს თამაშობს. პირველ რიგში ჩვენი მოსწავლეების ინტეგრაციის მხრივ. ჩვენი სკოლების 50 % სომხურენოვანია, ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ სახელმწიფო ენას და გამოცდებსაც წარმატებით აბარებენ. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების აქტიურობა და ჩართულობა. ჩვენი მოლოდინი ჩემპიონატის მეორე ტურის მიმართ ძალიან მაღალია. შარშან, ნახევარფინალში, ყველაზე მაღალი ქულა საქართველოს მასშტაბით სწორედ აქ, ჩვენთან დაფიქსირდა, ამდენად, გვჯერა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები ჩემპიონატის შემდეგ ეტაპებზე წელსაც წარმატებით იასპარეზებენ“.
სულდის საჯარო სკოლის დირექტორი ედიკ თოროიანი:
„ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა და ვემზადებით ჩემპიონატის მეორე ტურისთვის. ჩვენ ვცდილობთ ჩვენმა მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ სახელმწიფო ენა, რაშიც „ეტალონი“ ძალიან გვეხმარება. მოსწავლეები არიან მეტად მოტივირებულები. ისინი ძალიან ბევრს მეცადინეობენ და ცდილობენ იყვნენ წარმატებულები“.
სულდის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ტოპალა ალელიშვილი:
„ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა ტურმა. ყველა მოსწავლე კმაყოფილია და ემზადებიან მეორე ტურისთვის. აქტიურად მეცადინეობენ, ეძებენ სხვადასხვა სახის მასალებს ბიბლიოთეკაში და იმედი მაქვს , რომ სწორედ ჩვენი სკოლის მოსწავლე გახდება მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“.
ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ოძელაშვილი:
„ეტალონის“ პირველი ტური მშვიდ გარემოში ჩატარდა. გამარჯვების იმედი ნამდვილად გვაქვს. ჩვენი ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან და ემზადებიან ნახევარფინალისთვის. „ეტალონი“ აძლევს მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის შეფასების საშუალებას და ის ნამდვილად ზრდის მოტივაციას და სწავლის მიმართ ინტერესს“.
ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო მაცუკატოვი:
„პირველმა ტურმა წარმატებით და ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა. ტესტირებაში მაღალი შეფასებებიც დაიმსახურეს ჩვენმა მოსწავლეებმა და ვფიქრობ ნამდვილად გვაქვს ჯანსაღი ამბიცია წარმატების“.
ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი ლევონ დავთიანი:
„პირველმა ტურმა ნორმალურად ჩაიარა და ახლა უკვე ვემზადებით მეორე ტურისთვის. „ეტალონი“ ძალიან ეხმარება ჩვენს მოსწავლეებს ისწავლონ ქართული უკეთესად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი“.
ღადოლარის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გოარ ამბარცუმიანი:
„ყველაფერმა ძალიან მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. ჩვენი მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები არიან და ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ასეთი სახის ჩემპიონატები ხშირად ჩატარდება, რადგან ეს ძალიან ზრდის მოტივაციას ჩვენს მოსწავლეებში. ისინი ცდილობენ უკეთესად ისწავლონ სახელწიფო ენა“.
ჩუნჩხის საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ პაპიძე:
„პირველმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები, მეცადინეობდნენ ძალიან კარგად და ვინც გადალახა პირველი ეტაპი, ახლა მეორე ტურისთვის ემზადებიან“.
ჩუნჩხის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გოჩა გელაძე:
„პირველ ტურმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ჩვენი ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან და ელოდებიან მეორე ტურს. ვნახოთ რა იქნება და ვინ გახდება მუნიციპალიტეტის გამარჯვებული. „ეტალონი“ ძალიან დიდ მოტივაციას ქმნის მოსწავლეებში, ისინი უფრო მეტად არიან წარმატებით დაინტერესებულნი და იციან, რომ „ეტალონში“ გამარჯვება ძალიან დიდი სახელია“.
გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე:
„შესარჩევმა ტურმა ძალიან ობიექტურად და მშვიდობიანად ჩაიარა. მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩართულობა ძალიან მაღალია. პირველ ტურში ჩვენი სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე იყო ჩართული და მეცადინეობდნენ ძალიან კარგად. „ეტალონი“ ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს მოსწავლეებში მოტივაციის კუთხით, ამის დასტურია პირველ ტურში აღებული ძალიან კარგი ქულები“.
გოგაშენის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მანანა ნათენაძე:
„ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის დიდი ხალისით ერთვებიან „ეტალონის“ ჩემპიონატში. პირველმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა და ახლა ველოდებით მეორე ტურს. გვაქვს წარმატების იმედი და იმედია, სწორედ ჩვენი სკოლის მოსწავლე გახდება მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე.
ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი:
„ჩვენი ბავშვები „ეტალონში“ ყოველ წელიწადს მონაწილეობენ და ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებიან ამ ჩემპიონატისთვის. გვაქვს გამარჯვების იმედი და ვნახოთ რა იქნება. იმედია, ჩვენი მოსწავლე წარადგენს მუნიციპალიტეტს „ეტალონის“ ფინალში“.
ტურცხის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ დევდარიანი:
„ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა ტურმა. ვიტყოდი, შედეგებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა არის არაქართულენოვანი და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი მოსწავლეები ძალიან აქტიურად ემზადებიან და ერთვებიან ქართული ინტელექტ- ჩემპიონატებში. „ეტალონი“ ძალიან ზრდის მოტივაციას. ბავშვები მეტად ცდილობენ ისწავლონ სახელმწიფო ენა და იყვნენ წარმატებულები“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა