სიახლეები
სკოლები

„ყველა დედას ვუსურვებ ბედნიერებას და პროფესიულ წინსვლას“ - პირველი მილოცვა პირველი მაისის საჯარო სკოლიდან
03-03-2019
-
+


ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.

გამონაკლისი არც გაზაფხულის დღესასწაულებია, დედათა და ქალთა დღე, რომლებსაც მთელი საქართველო გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად ზეიმობს. 

დედის დღე ალბათ იმ დღესასწაულებს მიეკუთვნება, რომელსაც ყველა სიხარულით და სიყვარულით ხვდება, რადგან იმ ადამიანებს ეხება, რომელთა გარეშეც სიცოცხლე არავის წარმოუდგენია. 

სკოლის დირექტორმა, კობა კვიკვინიამ დედის დღე etaloni.ge-ს მეშვეობით მიულოცა პედაგოგებს და განსაკუთრებით კი, პირველი მაისის საჯარო სკოლის მრავალშვილიანი პედაგოგები გამოარჩია:

„ამ შესანიშნავ დღესასწაულს ვულოცავ ყველა დედას, განსაკუთრებით პედაგოგებ დედებსა და რა თქმა უნდა, ჩემი სკოლის მასწავლებლებს. მინდა გამოვყო, ჩემი სკოლის მრავალშვილიანი პედაგოგები, რომლებიც ოჯახურ და პროფესიულ საქმიანობას ერთმანეთს უთავსებენ და წლებია წარმატებით მუშაობენ. ყველა დედას ვუსურვებ ბედნიერებას და პროფესიულ, კარიერულ წინსვლას. გაიხარონ თავიანთი შვილებით, შვილიშვილებით და მათი ლაღი და ნათელი მომავლით“. 

სკოლაში სულ 23 პედაგოგია დასაქმებული, მათ შორის კი მრავალშვილიანი პედაგოგები არიან: 

ლიანა ნაჭყებია - პედაგოგი სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის. ის 4 შვილის დედა და 9 შვილიშვილის ბებიაა. 

ნათია ლატარია - სკოლის მუსიკის მასწავლებელი 4 შვილის დედაა. 

ნინო ცხადაია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. პედაგოგი 3 შვილის დედა და 3 შვილიშვილის ბებიაა. 

ინგლისურის ენის მასწავლებელ ფატიმან არახამიას 3 შვილი ჰყავს. 

ასევე 3 შვილის დედაა ბიოლოგიის მასწავლებელი ლალი ბუკია. 

პირველი მაისის საჯარო სკოლა ყველა პედაგოგს და ყველა დედას ულოცავს სამ მარტს და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება