მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტში 28 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური უკვე 13 მარტს იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი:
„ჩვენს მუნიციპალიტეტში 25 სკოლაა და მინდა აღვნიშნო, რომ 25-ვე სკოლა აქტიურად მონაწილეობდა ჩემპიონატის პირველ ტურში. ყველაფერმა ძალიან ორგანიზებულად ჩაიარა და ვფიქრობ ჩვენი მოსწავლეები წარმატებით იასპარეზებენ ჩემპიონატის მეორე ტურშიც. სადაც გამოვლინდება მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ამ პროექტთან, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მოტივაციას მოსწავლეებში“.
მერიის წარმომადგენელი ეთერ ლობჯანიძე:
„მე ვიყავი გუშინ რამოდენიმე სკოლაში და საკუთარი თვალით ვნახე რა ხდება, როგორია მონდომება ბავშვებში, როგორ ემზადებიან და ელოდებიან ამ ჩემპიონატს სკოლებში. ყველაფერმა ძალიან მშვიდად ჩაიარა და ახლა უკვე ველოდებით მეორე ტურს, რომლისთვისაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები კიდევ უფრო დიდი მონდომებით მოემზადებიან. „ეტალონი“ არის საუკეთესო პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მოტივაციას ბავშვებში“.
სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი:
„საკმაოდ კმაყოფილი ვარ იმ მონაცემებით, რაც ჩვენს სკოლაში დაფიქსირდა. „ეტალონს“ ნამდვილად შევაფასებდი უმაღლესი ქულით, რომელიც მოტივაციას ზრდის, არა მხოლოდ მოსწავლეებში, არამედ მასწავლებლებშიც, რომლებიც არიან ძალიან მონდომებული და ეხმარებიან მოსწავლეებში ინტელექტ- ჩემპიონატებს შეხვდნენ შესაბამისად მომზადებულნი“.
სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეა აფრიამაშვილი:
„პირველმა შესარჩევმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა. საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს მოსწავლეებმა, რომლებიც ძალიან მობილიზებულები არიან და ელოდებიან მეორე ტურს. „ეტალონი“ დადებით როლს თამაშობს ჩვენს მოსწავლეებზე. მათ აქვთ სერიოზული ინტერესი მიიღონ კარგი განათლება და იყვნენ წარმატებულნი“.
დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი:
„ჩვენი სკოლის მე-8 დან - მე-11 კლასის ჩათვლით 17 მოსწავლე მონაწილეობდა პირველ ტურში. საიდანაც 8 მოსწავლემ გადალახა ბარიერი და მათ ძალიან კარგი შეფასებები მიიღეს. ახლა უკვე ველოდებით საერთო შედეგებს და სიას, ვინ გადავა ამ ბავშვებიდან შემდეგ ტურში, რომ უკვე დავიწყოთ უფრო სერიოზული მომზადება. ბავშვები ყოველთვის ბევრს მეცადინეობენ და ცდილობენ ამ ჩემპიონატში მიიღონ მაღალი ქულები და მიეცეთ საშუალება ასახელონ სკოლა და მუნიციპალიტეტი“.
დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლა „ეტალონის“ პედაგოგი თამარ ჩომახიძე:
„ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ბავშვებს დიდი მოლოდინი ქონდათ და ფიქრობდნენ, რომ მეორე ტურში ძალიან ბევრი გადავიდოდა. ჩვენს მოსწავლეებს ძალიან უყვართ „ეტალონი“ და ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. იმედი მაქვს, ჩვენი სკოლა აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას ჩემპიონატის მეორე ტურში“.
არლის საჯარო სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე:
„ჩვენი სკოლა წლებია ძალიან აქტიურად და წარმატებით მონაწილეობს „ეტალონში“. შარშან წინ სწორედ ჩვენმა მოსწავლემ მოიპოვა მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და ახლაც გვაქვს წარმატების იმედი. სკოლაში პირველმა ტურმა მშვიდობიანად და ხარვეზების გარეშე ჩაიარა და ახლა უკვე ძალიან აქტიურად მეცადინეობენ და ემზადებიან ჩვენი ბავშვები ჩემპიონატის შემდეგი ეტაპისთვის. ჩვენი პედაგოგებიც ჩართული არიან ამ პროცესებში და ეხმარებიან მოსწავლეებს დამატებითი მასალების მოძიებაში“.
არლის საჯარო სკოლის „ეტალონი“ პედაგოგი ეთერ კაჭკაჭაშვილი:
„პირველმა ტურმა ყოველგვარი ხარვეზების გარეშე ჩაირა. შარშან წინ ჩვენი სკოლის მოსწავლე გახდა „ეტალონი მოსწავლე“, ხოლო შარშან მეორე ადგილზე გავედით პირველი ადგილის მფლობელის ტოლფასი ქულით. ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე წამმა გადაწყვიტა და ამდენად, წელსაც ძალიან დიდი გვაქვს მოლოდინი წარმატების. ბავშვები ელოდებიან მეორე ტურში გადამსვლელთა ვინაობის ცნობას და უკვე ემზადებიან ჩემპიონატის შემდეგი ეტაპისთვის“.
ღორთუბნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი დონარ ბერიძე:
„ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენი მოსწავლეები ძალიან ბევრს კითხულობენ და ემზადებიან მეორე ტურისთვის. იმედი გვაქვს, წარმატებულები იქნებიან ისინი ჩემპიონატის მეორე ტურშიც“.
ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ცისანა ობოლაძე:
„ჩვენი ბავშვები ძალიან მოტივირებული არიან. ყოველთვის დიდი მონდომებით ემზადებიან და ბევრ მუშაობენ წარმატებისთვის. ვფიქრობ, ჩემპიონატის პირველმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა და დაფიქსირდა საკმაოდ მაღალი ქულები. ახლა უკვე პირველი ტურის მაღალქულიანი მოსწავლეები განსაკუთრებით ელოდებიან ჩემპიონატის მეორე ტურს, სადაც ვფიქრობ წარმატებულადაც იასპარეზებენ ისინი“.
ხევაშენის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი იამზე ჯოხაძე:
„პირველმა ტურმა ძალიან მშვიდად ჩაიარა. ჩვენი სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი და სულ 16 მოსწავლე იყო დარეგისტრირებული. ძალიან კარგი შეფასებები დაიმსახურეს და მათგან ორი მოსწავლის განსაკუთრებული იმედი გვაქვს, რომლებიც ვიმედოვნებთ გადავლენ ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე. ბავშვები მეცადინეობენ და ელოდებიან „ეტალონის“ მეორე ტურს“.
ქვემო ენთელის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ყიფშიძე:
„ძალიან დიდია ინტერესი ჩვენი მოსწავლეების მხრიდან. რომ ვუყურებ მათ ჩართულობას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ეტალონი“ დიდ როლს თამაშობს მათი მოტივაციის გაზრდის კუთხით“.
უდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან გზირიშვილი:
„ვფიქრობ, ბავშვებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი „ეტალონის“ პირველ ეტაპს და ჩვენი მაღალქულიანი მოსწავლეები უკვე ემზადებიან ჩემპიონატის შემდეგი ტურისთვის“.
მოხის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია რეხვიაშვილი:
ჩვენი მოსწავლეები წლიდან-წლამდე ელოდებიან ამ ჩემპიონატს და არიან ძალიან მონდომებულები. ემზადებიან და ცდილობენ მიაღწიონ წარმატებას საკუთარი ცოდნით. ჩვენთან პირველი ტური უკვე ჩატარდა და ძალიან კარგი ქულები მიიღეს მოსწავლეებმა“.
მოხის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ბესიკ ჩაგელიშვილი:
„ჩემპიონატის შესარჩევმა ტურმა ჩვენს სკოლაში ძალიან წარმატებით ჩაიარა. აქტივობა ნამდვილად იყო ძალიან მაღალი და ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა. ჩვენი სკოლა წლებია უკვე ჩართულია ამ პროექტში და ბავშვებიც ყოველთვის მონდომებით ემზადებიან“.
ვარხანის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ხობიაშვილი:
„ჩვენს სკოლას წინა წლებთან შედარებით, წელს ნამდვილად დიდი პროგრესი გვაქვს. მონაწილეობის სურვილი მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, ვიდრე შარშან და შარშან წინ იყო. შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს. ბავშვები ემზადებიან და ელოდებიან მეორე ტურს. კითხულობენ და უყურებენ „ეტალონის“ ვიდეოებს“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა