მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
3 მარტი განსაკუთრებით თბილად გათენდა, თანაც როგორი მზრუნველობით... სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა კაშიების ოთხშვილიან ოჯახში, სადაც ნიკოლოზი, მათე და მარიამი დედის მრავალმხრივ სითბოსთან ერთად Izrune.ge-ს მზრუნველობით იზრდებიან, ყველაზე უმცროსი ბარბარე კი მოუთმენლად ელის სკოლაში შესვლას, ისიც ხომ მომავალი იზრუნელია...
და დედა... დღეს მთავარი გმირი ინგა ქველაძეა, დედა, რომელიც სიხარულით უყურებს შვილების ლაღ და ერთმანეთზე მზრუნველ ბავშვობას, იზრუნეს ტესტების მოახლოებისას განსაკუთრებული ჟრიამულითა და წარმატების დიპლომების მოლოდინით რომ ივსებიან. იმითაც ხარობს, მესამე-მეოთხეკლასელი ბიჭები რომ მიუსხდებიან ხოლმე უმცროს დას ტესტებზე სავარჯიშოდ, კითხვაში რომ ეხმარებიან მარიამს და სწორ პასუხამდეც ერთობლივი მსჯელობით მიდიან.
ამბობს, რა უნდა იყოსო შვილების ბედნიერ მომავალზე სანატრელი. თვლის, რომ Izrune.ge-სთან ერთად ბავშვები მრავალმხრივ ვითარდებიან და პორტალის ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით მზრუნველ, განათლებულ და წარმატებულ მოქალაქეებად ყალიბდებიან.
სანამ დედა შვილების საყვარელი თბილისის N145 საჯარო სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ერთვება და მზრუნველობით დაფუსფუსებს, ნიკოლოზი, მათე, მარიამი და ბარბარე Izrune.ge-ს მისთვის მისალოც სურვილებს უჩურჩულებენ.
ბავშვებს დედისთვის ყველაზე ლამაზი და ბედნიერი სამყარო სურთ, სადაც ყველანი ერთად, Izrune.ge-ს ირგვლივ, მხიარულ და წარმატებულ თავგადასავალში იმოგზაურებენ...
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა