სიახლეები
სიახლეები

საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა 
04-03-2019
-
+


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა.

2018-2019 წლებში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 12 234 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რაც 21.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

რაც შეეხება საქართველოდან უცხოეთში წასულ სტუდენტებს, 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად  673 სტუდენტი გაიგზავნა, რაც 91 სტუდენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა კი 2-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რაოდენობას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის შესახებაც აქვეყნებს ინფორმაციას. ჯეოსტატის ცნობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა შემცირდა. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, წინა სასწავლო წელთან შედარებით, გაზრდილია, კურსდამთავრებულთა რაოდენობა კი -  შემცირებული.

2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 44 კერძო. დაწესებულებათა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12 ერთეულით შემცირდა და დღეის მდგომარეობით 51-ია. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უდიდესი ნაწილი, 62%, ქალაქ თბილისზე მოდის.

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში 147.7 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 2.7%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 65%, ხოლო კერძოში - 35% სწავლობს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მონაცემებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 24.3 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 7.5%-ით ნაკლებია. კურსდამთავრებულებიდან 57.4% არის ქალი, ხოლო 42.6% - კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა 3-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება