მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
21 თებერვალს სომხური ენის დღეა. სწორედ მას მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლაში ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სომხური ენისადმი მიძღვნილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს და სომხური ტრადიციული ცეკვები და ხალხური სიმღერები წარმოადგინეს. აქვე გაიხსენეს ცნობილი სომეხი პოეტი და მწერალი- ჰოვანეს თუმანიანი (1869- 1923), რომლის დაბადებიდან წელს 150 წელი გავიდა.
მოსწავლეებმა ჰოვანეს თუმანიანის სამწერლობო მოღვაწეობაზე ისაუბრეს, გაიხსენეს მისი ლექსები, იგავ-არაკები, პოემები, ბალადები და თუმანიანის ცნობილი ზღაპრებიდან ნაწყვეტები გააცოცხლეს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს თუმანიას კავშირი და მეგობრობა საქართველოსთან, ის რომ მისი ცნობილი ნაწარმოებები, გარდა მსოფლიოს ხალხთა მრავალი ენისა, თარგმნილია ქართულადაც იოსებ გრიშაშვილის მიერ.
ღონისძიებას სკოლის კოლექტივი და მშობლები ესწერებოდენ, რომლებმაც წარმატებები უსურვეს მოსწავლეებს და ასეთი საინტერესო ღონისძიების წარმოდგენისათვის მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა