მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქალაქ ახალციხეში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება ყველა სკოლაში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
მე-8, მე-9, მე-10 დამე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.
ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო სამსახურის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ აღნიშნა, რომ ახალციხის ყველა სკოლა აქტიურად ჩაერთო ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში:
''ქალაქ ახალციხის ყველა საჯარო და კერძო სკოლა იყო ჩართული. ''ეტალონი'' მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს, შესაძლებლობას აძლევს წარმოჩინდეს თითოეული მოსწავლე. ეს კი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს რაიონში ყველა სკოლაა ჩართული და იმედი მაქვს, ჩვენი სკოლის მოსწავლეები წარმატებას მიაღწევენ.''
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსის მარინე გოგოლაძის თქმით, ''ეტალონი'' მოსწავლეებს ცოდნის წარმოჩენის საშუალებას აძლევს:
''ძალიან სასიამოვნოა როცა ასეთი ღონისძიებები ტარდება. ეს მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი მოტივაციაა. მათ საშუალება აქვთ თავიანთი ცოდნა წარმოაჩინონ. მოხარული ვარ და ველოდებით როდის ჩატარდება და გამოვლინდება ''ახალციხის ეტალონი მოსწავლე''. ქალაქი მზადყოფნაშია. ჩვენ ვესაუბრეთ დირექტორებს და ყველა სკოლა მზადაა ''ეტალონის'' მომდევნო ტურისთვის.''
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.