მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტში 28 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური უკვე 14 მარტს იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე:
„ეტალონთან“ ჩვენ უკვე წლებია ვმეგობრობთ. ეს არის პროექტი, რომელიც ახდენს ნიჭიერი მოსწავლეების წარმოჩენა- წახალისებას. ისინი მეტად არის მოტივირებული. ცდილობენ იმეცადინონ, ისწავლონ და იყვნენ წარმატებულები. „ეტალონი“ გამორჩეულია იმითაც, რომ ამ პროექტში მოსწავლეების გარდა, მასწავლებლები და მშობლებიც აქტიურად არიან ჩართული. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლები ყველანაირად უზრუნველყოფენ მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას. რეალიზების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია „ეტალონში“ მონაწილეობა სოფლის სკოლების იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც არც თუ ისე ხშირად არიან ჩართული სხვადასხვა პროექტებში. ჩვენი ბავშვები უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის და მე დარწმუნებული ვარ, მათ აუცილებლად დაუფასდებათ ეს შრომა და ჩემპიონატის შემდეგ ეტაპებზეც იქნებიან ძალიან წარმატებულები“.
ახალციხის N3 საჯაროს სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა:
„ეტალონის“ პირველი შესარჩევი ტური ჩვენს სკოლაში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგი აქვთ ბავშვებს. ტესტები იყო არაჩვეულებრივად შედგენილი, იყო გათვალისწინებული ის, რომ ჩვენ არაქართულენოვანი სკოლა ვართ. მიუხედავად იმის, რომ ტესტები ქართულ ენაზე იყო მოცემული, ჩვენმა მოსწავლეებმა მაინც ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. ეს იმას ნიშნავს, რომ „ეტალონი“ მნიშვნელოვნად ზრდის მოტივაციას ისწავლონ ჩვენმა არაქართულენოვანმა მოსწავლეებმა სახელმწიფო ენა. აღსანიშნავია ისიც, რომ დაინტერესება ამ პროექტის მიმართ, წელს განსაკუთრებით მაღალი იყო და ჩემპიონატის პირველ ტურში 60 მოსწავლე მონაწილეობდა“.
ახალციხის N3 საჯარო სკოლის „ეტალონი“ პედაგოგი ნინო აღლემაშვილი:
„ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ვფიქრობ, არ ყოფილა ტესტები რთული, პირიქით, იყო ძალიან მორგებული და მოსწავლეებმა ადვილად გაართვეს თავი. მოსწავლეები პირველივე ტურს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და ახლა უფრო მეტად ემზადებიან მეორე ტურისთვის. ძალიან უყვართ ბავშვებს ეს პროექტი და ჩვენც მხოლოდ დადებითი შეფასება შეგვიძლია გავუკეთოთ „ეტალონს“.
საძელის საჯარო სკოლის დირექტორი ხორენ ოგანესიანი:
„ჩემპიონატის პირველმა ტურმა ძალიან ობიექტურად და მშვიდად ჩაიარა. მართალია ტესტები, ჩვენს არაქართულენოვან მოსწავლეებს სხვებთან შედარებით გაუჭირდათ, მაინც ძალიან მოეწონა ყველას. „ეტალონი“ არის ერთადერთი პროექტი, რომელიც ძალიან ზრდის მოტივაციას ჩვენს მოსწავლეებში. ისინი მეტად ცდილობენ სახელმწიფო ენის სწავლას. მოლოდინი დიდი აქვთ და მეცადინეობენ ძალიან ბევრს. ძალიან დიდი კონკურენცია ჯერ სკოლის ფარგლებშია და შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ჩვენი ბავშვები არ მონაწილეობენ ამ ჩემპიონატში მხოლოდ იმისთვის, რომ იმონაწილეონ. მათ გამარჯვება და წარმატება სურთ, ამისთვის კი ძალიან ბევრს აკეთებენ“.
საძელის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თინათინ გოგიაშვილი:
„ჩვენს სკოლაში ტესტირებამ ჩაიარა ძალიან ობიექტურად და ხარვეზების გარეშე. მონაწილეობის შესაძლებლობა ქონდათ ჩვენი სკოლის უნარშეზღუდულ მონაწილეებსაც, რომლებმაც ასევე ძალიან კარგი შეფასებები აიღეს. უკვე ვემზადებით მეორე ტურისთვის, ინტერნეტით და გასული წლების ტესტების საშუალებით და გვაქვს იმედი წარმატების. აღსანიშნავია, რომ „ეტალონი“ ძალიან დიდ როლს თამაშობს იმ მხრივ, რომ ჩვენს სომხურენოვან მოსწავლეებს აქვთ სახელმწიფო ენის შესასწავლად მეტი მოტივაცია. ისინი ყოველდღიურად მეცადინეობენ ძალიან ბევრს იმისათვის, რომ წარმატებით და ღირსეულად იასპარეზონ „ეტალონის“ შემდეგ ეტაპებზეც“.
ხეოთის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა გვრიტიშვილი:
„ეტალონის“ პირველმა ტურმა მშვიდ გარემოში, ხალისიანად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ძალიან მაღალი შედეგები აჩვენეს. ახლა უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის და მეცადინეობენ სისტემატიურად. ინტერნეტის საშუალებით ეძებენ სხვადასხვა ტიპის ტესტებს და ვიმედოვნებთ ისინი აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე“.
ხეოთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ფატიმა გვირჯიშვილი:
„ჩვენი ბავშვები უკვე დიდი მონდომებით ემზადებიან ჩემპიონატის შემდეგი ეტაპისთვის. წარმატების მოლოდინი ნამდვილად არის და იმედი გვაქვს, მოსწავლეები არ დაიბნევიან და მეორე ტურშიც კარგ შეფასებებს მიიღებენ“.
ზიკილიის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ქიმერიძე:
„პირველმა ტურმა შესანიშნავად ჩაირა. გვაქვს ძალიან მაღალი შეფასებები. განსაკუთრებით მერვე კლასელებისგან არ ველოდებოდი ასეთ კარგ ქულებს. იმედი ნამდვილად გვაქვს წარმატების“.
ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი ლამზირა ჩხაიძე:
„ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა კონტიგენტი ძალიან დაბალია, თუმცა შედეგები, რომელიც ჩვენმა მოსწავლეებმა აჩვენეს არის ძალიან კარგი. სამმა მოსწავლემ განსაკუთრებით მაღალი ქულები აიღო. ახლა უკვე ისინი ემზადებიან მეორე ტურისთვის. დამატებით მასალებს ეცნობიან და ცდილობენ ჩემპიონატის შემდეგ ეტაპს შეხვდნენ მომზადებულები და იყვნენ წარმატებულნი“.
ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გელა ტაბატაძე:
„ეტალონი“ უკვე მეორე წელია ტარდება ჩვენთან და წელს უკვე უფრო მეტი იყო დაინტერესება მოსწავლეებში. პირველმა ეტაპმა წარმატებით და ხარვეზების გარეშე ჩაიარა. ახლა უკვე ემზადებიან ჩვენი მოსწავლეები მეორე ტურისთვის და შესაბამისად მეცადინეობენ კიდეც“.
საყუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი სიმონ გელაშვილი:
„პირველმა ტურმა, რომელშიც ჩვენი სკოლის 17 მოსწავლე მონაწილეობდა, ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეებმა კარგი შედეგები აჩვენეს და ახლა უკვე ემზადებიან ჩემპიონატის შემდეგი ეტაპისთვის. მეცადინეობენ ინტერნეტითა და „ეტალონის“ გასული წლის ტესტების საშუალებით“.
გურკელის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ზაზაძე:
„ეტალონის პირველივე ეტაპს ძალიან დიდი ყურადღებით მოეკიდნენ ჩვენი ბავშვები. დაინტერესება ძალიან დიდი იყო და თითქმის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ცხადია, ყველა აქვს სურვილი მისი მოსწავლე გახდეს „ეტალონი მოსწავლე“ და მათ შორის ჩვენც. თუმცა, ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდია კონკურენცია, შესაბამისად, ჩვენი ბავშვები უკვე ძალიან დიდი მონდომებით მეცადინეობენ და ემზადებიან ჩემპიონატის შემდეგი ეტაპისთვის“.
გურკელის საჯარო სკოლის „ეტალონის“
პედაგოგი ნინო მახათაძე:
„ჩვენს მოსწავლეებს ძალიან დიდი ინტერესი
აქვთ ამ ჩემპიონატის მიმართ. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ძალიან დიდი იყო
ჩართულობა. გასულ წელთან შედარდებით უკეთესი ქულები აქვთ. ჩემპიონატის შემდეგ ტურში მოსამზადებლად პედაგოგები
დამატებით ეხმარებიან მოსწავლეებს და ასევე ინტერნეტის დახმარებით ბავშვები დამოუკიდებლადაც
ცდილობენ მეცადინეობას“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა