მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, განმუხურის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბ „ფენიქსის“ თაოსნობით პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი მომავლის საწინდარია“ განხორციელდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში სკოლაში სპორტული აქტივობა - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამა ამერიკული ორგანიზაცია PH international-ის მიერ USAID დაფინანსებით და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
პროექტის - „ჯანსაღი ცოვრება ჯანსაღი მომავლის საწინდარია“ ფარგლებში აგრეთვე ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხვის შემდეგ კი მოსწავლეების მომზადებული საინფორმაციო ფურცელი დარიგდა. საინფორმაციო ფურცლები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.
„ღონისძიებაზე გვესტუმრნენ საკრებულოდან დავით შამათავა და გიგა ჯგამაია. აგრეთვე მონაწილეობდნენ მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები. სკოლის დირექტორმა ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს ასეთი საინტერესო ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა