მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
კვირეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერაა ინიცირებული. პირველი ღონისძიება კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე გახსნა სსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო თოფურიძემ, დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ, ჟიული შარტავას პიროვნებაზე, როგორც ერის ღირსეულ შვილზე, ისაუბრეს: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა გია გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა, ბატონმა ოთარ ხუფენიამ; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა, სსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ და სსუ-ის განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლია ახალაძემ.
ღონისძიება მხატვრულად გააფორმეს სსუ-ის სტუდენტურმა შემოქმედებითმა ანსამბლებმა.
აღსანიშნავია, რომ სსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივით დაწესდა სპეციალური ჯილდო მედალიონის სახით, წარწერით „სოხუმელი“. დღეს ეს ჯილდო პირველად გადაეცა ჟიული შარტავას ოჯახს.
როგორც რექტორი ზურაბ ხონელიძე ამბობს : - „ეს არის სიმბოლური ჯილდო, რომელიც ამ სახელის ქვეშ გააერთიანებს ქართველს და არაქართველს - განურჩევლად ეროვნებისა; ყველა საქართველოზე შეყვარებულ ადამიანს, რომელთა ყურადღებაც, შრომაც, ღვაწლიც მიმართული იქნება ქვეყნის ერთიანობისა და კონსოლიდირებისკენ. ესაა იდეაც, იდეალიც, პრინციპიც და ცხოვრების კრედოც. მოხარული ვარ, რომ პირველად ეს ჯილდო გადაეცა თავდადებული მამულიშვილის, საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ოჯახს.“
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა