მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში ისტორიული კლუბის, „ფესვები“-ს ინიციატივით დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა რამდენიმე აქტივობა განახორციელეს:
შექმნეს გაზეთი „იგი დავით აღმაშენებლისაი“;
მე-10 კლასის მოსწავლემ, გოჩა ლომიძემ, რომელიც კლუბის პრეზიდენტია, ჩაატარა გასაუბრება დავით აღმაშენებლის შესახებ მე-10-11 კლასის მოსწავლეებთან;
ჩატარდა ღონისძიება „რა ვიცით დავით აღმაშენებელზე“ (კონკურსში პირველი ადგილი და „დავითის გვირგვინი“ მოიპოვა გოჩა ლომიძემ, მეორე და მესამე ადგილი გაინაწილეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა, არჩილ ლომიძემ და თამაზი გოგოლაძემ. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისგან და თითოეული მათგანი მოიცავდა 10 კითხვას. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულმა 30-ვე კითხვას სწორად უპასუხა 8 წუთში. კონკურსის მონაწილენი დაჯილდოვდნენ სიგელებით. ასევე, სიგელებით დაჯილდოვდნენ ისტორიული მიმართულებით აქტიური მოსწავლეები).
კვირეულის დასასრულს, კლუბის წევრები ესტუმრნენ უბისის საკათედრო ტაძარს, სადაც პატივი მიაგეს დავით აღმაშენებლის ხსოვნას. ასევე, მამა გიორგიმ დალოცა კლუბის წევრები.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა