მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ალამბრის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ ,,ჩვენ და გარემოს“ წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან თანამშრომლობით გარემოსდაცვითი კუთხით უამრავ წარმატებას მიაღწიეს.
ერთ-ერთი მათგანი კი იყო USAID WMTR II პროგრამის გამოცხადებული მაკულატურის შეგროვების კონკურსი, რომელშიც ეკო-კლუბის წევრებმა გაიმარჯვეს და ბულაჩაურის მწვანე ცენტრში, ზამთრის ბანაკში, გაემგზავრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბანაკში ეკო-კლუბის წევრებს ტრენინგები ჩაუტარდათ გარემოსდაცვით თემებზე, მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობაზე და იმ ახალგაზრდულ შესაძლებლობებზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები გვთავაზობენ.
ბანაკის დასასრულს ეკო-კლუბის წევრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, USAID ეკონომიკური განვითარების დირექტორმა ვერონიკა ლიმ და CENN აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც