მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლების გაძლიერება და მომავალი თაობის - ახალგაზრდების განვითარება წარმოუდგენელია აქტიური სასკოლო ცხოვრების და საზოგადოებისთვის მისი გაზიარების გარეშე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება უკვე მესამე წელია Etaloni.ge, რომელიც ყოველდღიურად აქვეყნებს ხელმომწერი სკოლების სხვადასხვა აქტივობის შესახებ ინფორმაციებს.
აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს როგორც სკოლის ცნობადობის გაზრდას, ასევე მოტივაციას უმაღლებს მასწავლებლებს და მოსწავლეებს, რათა უფრო მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ - გამართონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები, პრეზენტაციები, განახორციელონ პროექტები და ეს ყველაფერი უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახადონ ცნობილი.
„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი უახლოეს მომავალში აქტიური სასკოლო ცხოვრების წარმოჩენა-წახალისების ლიდერი საგანმანათლებლო რესურსცენტრების რეიტინგს შემოგთავაზებთ.
ამ ეტაპზე უმაღლესი კატეგორიის 15 რესურსცენტრი უკვე ცნობილია, დანარჩენი 6-ის გამოვლენის შემდეგ კი etaloni.ge რეიტინგს გამოაქვეყნებს.
„უმაღლესი კატეგორიის რესურსცენტრები“ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ:
სასკოლო ცხოვრების წარმოჩენა-წახალისების მიზნით, Etaloni.ge მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავ სკოლასთან თანამშრომლობს. სასკოლო ცხოვრების გაშუქებასთან ერთად, Etaloni.ge განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებაც აქტიურად აქვეყნებს სტატიებს და ახალ ამბებს, მათ შორის ინტერესდება სკოლების დირექტორების, პედაგოგების, მოსწავლეების და მშობლების შეხედულებებით. მიგვაჩნია, რომ მშობლების ჩართულობის გარეშე ვერც სკოლის გაძლიერება მოხდება და ვერც მაღალი ხარისხის განათლების მიღება იქნება შესაძლებელი.
მშობელი-ბავშვი-სკოლა - გაერთიანების მიზნით შექმნილია ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე პორტალი izrune.ge, სადაც მშობელს შეუძლია ცოცხალ რეჟიმში შეიტყოს შვილის აზროვნებისა და განვითარების დონე. Etaloni.ge-ს ხელმომწერი სკოლების მოსწავლეებს izrune.ge-ს ყველა სიკეთეებით სარგებლობა სოციალური პაკეტით, სიმბოლურ ფასად შეუძლიათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.