მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასტროლოგი ხათუნა ნოელი, მიმდინარე სამი კვირის პროგნოზს გვთავაზობს:
„ამ კვირაში ნელ-ნელა ძალას იკრებს მზის კვადრატი იუპიტერთან, რომელიც მთელი სამი კვირის განმავლობაში იმუშავებს. ეს ასპექტი შელახული თავმოყვარეობის საკითხებს მკვეთრად დააყენებს დღის წესრიგში, საქმე იმაშია, რომ ამ ასპექტის დროს ადამიანების თვითშეფასება და ამბიციები მატულობს, არადა საამისო საფუძველი მოცემულ სიტუაციებში რეალურად არ არსებობს ხოლმე. შედეგად ადამიანი აწყდება წინააღმდეგობებს, საზოგადოების მხრიდან უყურადღებობას, ასე ვთქვათ, დახურულ კარებს.
საქმეების არასწორად დაგეგმვამ, მოწინააღმდეგის შესაძლებლობებისა და რისკების გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა პრობლემები მოიტანოს. განასაკუთრებით მოსარიდებელია ამ პერიოდში უფროსობასთან და ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში შესვლა. ამიტომ ალბათ სჯობს ძალიან კარგად გავაანალიზოთ ჩვენი შესაძლებლობები და ისე გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები. შეგახსენებთ-ასპექტი ძალაში იქნება 24 მარტის ჩათვლით.
თუმცა მხოლოდ დაძაბული მომენტები როდის გვექნება ამ კვირის მანძილზე, ასევე აქტიურად იმუშავებენ ჰარმონიული ასპექტებიც. კონკრეტულად კი-მზის სექსტილები სატურნთან და პლუტონთან და მარსთან. მათი წყალობით ენერგია მოჭარბებულია, ფიზიკური შრომა და სხეულისათვის მაქსიმალური დატვირთვა აუცილებელია და საჭირო. ბევრი იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ, დაალაგეთ სახლი, მიხედეთ სხვენს ან საკუჭნაოებს, ფარეხებს, სადაც ძველი, უსარგებლო ნივთები გაქვთ გადასარჩევ-გადასაყრელი.
თუმცა, ეს დრო არამხოლოდ ნივთების - უსარგებლო, დრომოჭმული ურთიერთობების გასაწყვეტადაც ხელსაყრელია. შეგიძლიათ ასევე შეცვალოთ თქვენი მიდგომები, დამოკიდებულებები საგნებთან, ჩვევებთან -გადაგდოთ სიგარეტი, ან სხვა რამ მავნე ჩვევა.
კარგი დღეა ასევე ახალი წამოწყებებისათვისაც, მნიშვნელოვანი/საპასუხისმგებლო ვიზიტებისთვისაც.წარმატებული დღეა ისეთი ფინანსური თემების მოსაგვარებლად, როგორიცაა საბაჟო, საგადასახადო ან სადაზღვევო საკითხები. აგრეთვე საერთო პარტნიორული ფინანსების ჩადება-განაწილების, მემკვიდრეობისა და ალიმენტის საკითხებისთვისაც, ოღონდ ერთი პირობით ძველი მიდგომები უნდა შეცვალოთ და ახლებურად იმოქმედოთ“, - წერს ხათუნა ნოელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა