მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ნაოხრების საჯარო სკოლაში პრეზენტაცია - „გავიცნოთ საქართველოს კუთხეები“ ჩატარდა.
პრეზენტაციაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საპრეზენტაციო მასალა დამსწრე საზოგადოებას სომხურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე წარუდგინეს.
„მათ დამსწრე აუდიტორიას სლაიდების დახმარებით სათითაოდ, თვალსაჩინოდ გააცნეს საქართველოს ყველა კუთხე, დაახასიათეს ისინი თავიანთი გამორჩეული გეოგრაფიული, ისტორიული, ეთნოგრაფიული და კულტურული თავისებურებებით. მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა ღირშესანიშნაობების ნახვა შეუძლია საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ჩვენი ქვეყნის უკეთ გასაცნობად. დამსწრეთა პრეზენტაციაში ჩასართავად, შიგადაშიგ მონაწილეები საქართველს გეოგრაფიულ ფაქტებთან დაკავშირებულ საინტერესო ბლიც კითხვებსაც სვავდნენ, რამაც აღნიშნული ღონისძიება უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გახადა. პრეზენტაციაზე აჟღერებულმა საქართველოს ჰიმნმა და მრავალხმიანმა მელოდიამ კი აუდიტორიაში ერთიანად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის სიყვარულის განცდა. პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებსა და მოსწავლეებს, აქვე გამოითქვა მსგავსი სახის ღონისძიებების კვლავ ჩატარების სურვილი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა