მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეიქმნება თუ არა სკოლებში საშუალო რგოლის მენეჯმენტი იგივე ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელსაც მასწავლებლების მხარდაჭერის ფუნქცია ექნება, ჯერჯერობით უცნობია.
გაჟღერებული ინიციატივის მიხედვით, ხარისხის მართვის ჯგუფი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას დააკვირდება და მის საქმიანობას შეაფასებს.
როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, მანანა რატიანმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილება კი „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ მიღებამდე პედაგოგებთან, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრების შემდეგ გახდება ცნობილი.
„რა თქმა უნდა, სამუშაოები მიმდინარეობს. სხვადასხვა ვარიანტზეა საუბარი, მიმდინარეობს აწონ-დაწონვა სხვადსხვა ვარიანტების დადებითი და უარყოფითი შედეგების, ვეყრდნობით კვლევის შედეგებს, მაგრამ საბოლოოდ ამის გაცხადება ნაადრევი გვგონია. ჯერ ჩვენი, ცენტრის მთავრი საჭიროება არის, რომ ეს პროცესები იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც დაიწყეს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, მივაყვანინოთ ბოლომდე და სამართლიანად, რათა მათ უსამართლობის განცდა არ გაუჩნდეთ.
მხოლოდ ამის შემდგომ უკვე „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ მიღებამდე ბევრად უფრო ადრე, ჩვენ ფართო აუდიტორიებს შევხვდებით და ამ სამუშაო ჯგუფში საბოლოოდ ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს განვიხილავთ პირველ რიგში მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და სხვადასხვა დონის ექსპერტებთან. უკვე არაერთი განხილვა მოხდა, საიდან გამომდინარეც მეტნაკლებად ვაყალიბებთ ჩვენს პოზიციებს. ამ ეტაპზე ნაადრევია რამეზე ლაპარაკი, რადგან ჯერჯერობით სამუშაო პროცესები მიმდინარეობს“,-განაცხადა რატიანმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა