მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები განისაზღვრა.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, გაივლიან ინტენსიური მომზადების სასწავლო კურსს. ამასთან, ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნებიან სტიპენდიით, საცხოვრებლით და სასწავლო მასალით.
ბრძანების სრული ვერსიის სანახავად იხილეთ ბმული.
შეგახსენებთ, რომ etaloni.ge-სთან საუბრისას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა, რომ მოსამზადებელი კურსის გავლის შემდგომ ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა და უმაღლეს სასწავლებლებში ისინი სხვა ტიპის გამოცდებით - ტესტირების საფუძველზე ჩაირიცხებიან, რომელსაც ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოამზადებს.
„ეს არის მისაღები გამოცდების მოდიფიცირებული ვერსია, ტესტები ჰარმონიზებული იქნება მოსამზადებელი კურსის შინაარსთან და პროგრამის დასრულების შემდგომ, იქვე ჩააბარებენ. უმაღლეს სასწავლებლებში მათი ჩარიცხვა კი მიღებული შედეგების საფუძველზე მოხდება“,-აღნიშნა გიგაურმა.
ვრცლად იხილეთ ინტერვიუ ლია გიგაურთან: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული სახელმძღვანელოებით სწავლა აკრძალულია - რას სთავაზობს ქართული მხარე მოსწავლეებს და აბიტურიენტებს?!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა