მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში იქნება ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, და ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის საჭიროება აღარ იქნება.
„ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად. შესაბამისად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა, პრივილეგია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში გაიხსნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს დაეუფლებიან, მიიღებენ ევროპულ სერტიფიკატებს და მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში დასაქმდებიან.
მისივე თქმით, ზემოთხსენებულ ცვლილებებს განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდა განაპირობებს. როგორც პრემიერმა ახალი ინიციატივის „განათლება -გზა თავისუფლებისკენ“ პრეზენტაციისას განაცხადა, განათლების სფეროში დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და 2022 წლისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა