სიახლეები
ეტალონი

„წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება „ეტალონში“მონაწილეთა რიცხვი“ - საჩხერეში შესარჩევი ტური გაიმართა
07-03-2019
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტში 6 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 21 მარტს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ხათუნა ქველაძე:

„ეტალონის“ ტესტირების პირველ ეტაპს 3 სკოლაში პირადად დავესწარი, ძალიან მაღალი იყო ჩართულობა და ინტერესი მოსწავლეთა მხრიდან. ბავშვებს უყვართ პროექტი, რომელიც ცოდნის წარმოჩენა-წახალისების საშუალებას იძლევა და წინსვლის მოტივაციას ზრდის. ჩვენც, ბუნებრივია, ვაფასებთ და გვერდში ვუდგავართ „ეტალონს“ ქვეყნის ბედნიერი მომავლის მშენებლობაში.“

საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ცისმარ მაჭარაშვილი:

„ეჭვგარეშეა „ეტალონის“ დატვირთვა და მნიშვნელობა ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებისა და ცოდნის წახალისების საქმეში. ჩემპიონატი სასკოლო და კლასგარეშე მასალიდან მოყვანილი კითხვებით მოსწავლეებს ინტეგრირებული ცოდნის გამოვლენის საშუალებას აძლევს და საკუთარი შესაძლებლობების თამამად გამოხატვას ასწავლის. მახარებს ჩვენი ბავშვების ინტერესი და მაღალი ჩართულობა „ეტალონში“ და წარმატებებს ვუსურვებ მათ.“ 

ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი ინა ბიწაძე:


„მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, თუმცა ჩვენი მოსწავლეები დიდი აქტივობითა და ინტერესით გამოირჩევიან „ეტალონის“ მიმართ. ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩაიარა, გამოიკვეთა რამდენიმე მაღალქულიანი მოსწავლე, რომლებიც მეორე ტურისთვის მოუთმენლად ემზადებიან. ჩემპიონატი ბავშვებს წინსვლის მოტივაციას უზრდის და მოსწავლეები „ეტალონს“ მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ელიან.“


ნიგვზარის საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ელზა ხარშილაძე:

„მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა და შედეგები პირველ ეტაპზე, ტესტირებისთვის აქტიურად ვემზადებოდით. შედეგების ანალიზისთვის რომ დავურიგე უკვე შესწორებული ტესტები გული დასწყდათ ისეთი შეცდომები ჰქონდათ დაშვებული. მისასალმებელია, რომ „ეტალონში“ თითოეულ მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა. მოუთმენლად ველით და აქტიურად ვემზადებით მეორე ტურისთვის.“

პერევის საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ზურაბ შუკაკიძე:

„წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება ჩემპიონატში მონაწილე მოსწავლეთა რიცხვი და წარმატების მოტივაცია. ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა, ახლა კი ბავშვები მოუთმენლად ელიან „ეტალონის“ სტუმრობასა და წარმატებით ასპარეზობას.“

 სარეკის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი აბჟანდაძე:
 

„პირველი ტური მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით წარიმართა, მშვიდ და თანაბარ გარემოში მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინეს, თავადვე ნახეს სად აქვთ ხარვეზები და სამომავლოდ უფრო მეტს იმუშავებენ ამ კუთხით. ბავშვები მოუთმენლად ელიან მეორე ეტაპს და მინდა, წარმატებები ვუსურვო მათ „ეტალონთან“ ერთად.“

 

 სარეკის საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ლელა გელაშვილი:

 

„ზუსტად ახლა ვასწორებ ტესტებს, ბავშვებმა ათასჯერ შემომიღეს კარი, მოუთმენლად ელოდებიან შედეგებს და „ეტალონის“ მეორე ტურში ასპარეზობას. მაღალი იყო ჩართულობა და მოტივაცია, რაც სკოლას ძალიან ახარებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებსა და საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს ქვეყნის საკეთილდღეოდ.“

 

კორბოულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ბეგლარ არჯევანიძე:

 

„ეტალონი“ ჩემპიონატია, რომელიც მოსწავლეებში განათლების დონეს ამაღლებს და წინსვლის მოტივაციას ზრდის. ჩვენც გვერდში ვუდგავართ პროექტს, რომელიც მომავალ თაობაზე ზრუნვით საქვეყნო საქმეს ემსახურება და გვახარებს მოსწავლეების აქტიური ჩართულობა. წარმატებული პირველი ეტაპის შემდეგ მეორე ტურისთვის ვემზადებით.“

 

კორბოულის N1 საჯარო სკოლის  ეტალონისპედაგოგი ბელა გომართელი:

 

„ტესტირების პირველმა ტურმა წესების სრული დაცვით, მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა. მაღალი იყო მოსწავლეთა აქტივობა და შედეგები. 100 ქულიანი მოსწავლეც კი გვყავს. ბავშვები ახლა მოუთმენლად ელიან „ეტალონის“ სტუმრობას და წარმატებებს ვუსურვებ მათ ჩემპიონატის მეორე ტურში.“

 

კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გელა მაჭარაშვილი:

 

„მაღალია ინტერესი და მოსწავლეთა ჩართულობა „ეტალონში“. მისასალმებელია ჩემპიონატის ცოდნის ამაღლებაზე ორიენტირებული და წამახალისებელი მიდგომები. პირველი ტურის შემდეგ ბავშვები მეორე ეტაპისთვის აქტიურად ემზადებიან. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატთან ერთად.“

 

კორბოულის N2 საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ნათია გაფრინდაშვილი:

 

„ნამდვილად არ ველოდი მოსწავლეთა ასეთ ჩართულობასა, ბავშვებმა დიდი მონდომებითა და ინტერესით მიიღეს ტესტირების პირველ ეტაპში მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენეს. ახლა „ეტალონის“ სტუმრობისთვის ვემზადებით და წარმატების იმედი გვაქვს.“

 

კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ მწყერაშვილი:


„ეროვნულ ჩემპიონატ „ეტალონში“ მოსწავლეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პროექტი ახალგაზრდებს სითამამეს, ცოდნის წარმოჩენასა და წარმატებებს აჩვევს. მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა ტესტირების პირველი ეტაპი, რაც მისასალმებელია. მოსწავლეები მომდევნო ტურისთვის მოუთმენლად ემზადებიან.“

 

კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლისეტალონისპედაგოგი ნინელი ცერცვაძე:

 

„მოსწავლეები დიდი მონდომებით იღებდნენ შესარჩევ ტურში მონაწილეობას, მაღალი იყო ჩართულობა და შედეგებითაც არ ვართ უკმაყოფილოები. ბავშვებს „ეტალონთან“ ერთად თავის წარმოჩენის, მეტი ცოდნის მიღებისა და წინსვლის მოტივაცია უჩნდებათ. მინდა, წარმატება ვუსურვო პროექტსა და ჩვენს მოსწავლეებს.“


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება