მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სკოლის IX-XII კლასელებისთვის ესეების კონკურსი „მომავლის ევროპელი“ გამოცცხადდა.
კონკურსს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
კონკურსის შინაარსსა და მასში მონაწილეობის პირობებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ, N47 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას ისაუბრეს, სტუმრებმა მოსწავლეთა შეკითხვებსაც უპასუხეს.
კონკურსის „მომავლის ევროპელი“ - „Imagining the European of the future?“ ფარგლებში, მოსწავლეები შექმნიან ესეს სახის ნამუშევრებს, რომელშიც შეეცდებიან წარმოაჩინონ ევროპელი, რომლის ცხოვრების წესი და ფასეულობები ევროპული ღირებულებების გამომხატველია: ღირსების ხელშეუხებლობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და ტოლერანტობა, თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანის უფლებები, კანონის, კულტურისა და ენობრივი მრავალფეროვნების პატივისცემა, გარემოზე ზრუნვა და დისკრიმინაციის მიუღებლობა.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა.
დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან I, II, III ადგილზე გასული და ჟიურის სპეციალური ნომინაციებში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები. ასევე, კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული, ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული რეგულაციების თანახმად, დაჯილდოვდება ევროპის საბჭოს მიერ გაცემული დიპლომით, რომლის გადაცემაც მოხდება 2019 წლის ოქტომბერში, ქალაქ სტრასბურგში, 70-ე საიუბილეო ღონისძიებაზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა