მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
10 მარტს სამების დიდ საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II სტუდენტებს დალოცავს.
5 მარტს საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო საქართველოს 30 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების და რექტორების შეხვედრა პატრიარქთან, სადაც სტუდენტებმა გააცნეს ახალი ინიციატივები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრაზე პატრიარქმა დალოცა იქ მყოფი ახალგაზრდები და გამოითქვა სურვილი, რომ მოეწყოს მსვლელობა სამების დიდ საკათედრო ტაძრამდე, სადაც ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას და იქ მისულთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დალოცავს.
„მსვლელობაში მონაწილეობის მიღების მსურველები 17:30 საათზე შევიკრიბებით ავლაბრის მეტროსთან და ერთად მსვლელობით ავალთ სამების ტაძართან.
10 მარტი არის შენდობის დღე! ასევე ჩვენ აფხაზ და ოს სტუდენტებს ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდეს მსვლელობაში, რადგან ისინიც ჩვენი ქვეყნის შვილები არიან.
მონაწილეობის მიღების მსურველები დაუკავშირდით ფაკულტეტების თვითმმართველობის პრეზიდენტებს,-“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა