მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N108 საჯარო სკოლაში კლუბი - „ციფრული მოქალაქე“ წარმატებით ფუნქციონირებს.
კლუბის მიმართულებაა თანამედროვე ტექნოლოგიები და ეკონომიკის ელემენტები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ისტ-ის უნარების გარეშე წარმოუდგენელია დღეს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.
„სასწავლო პროცესის პროგრესი დღეს წარმოუდგენელია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ საგანმა არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები 21-ე საუკუნის პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ: ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, საგანთა ინტეგრირებას. შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად. ისტ-ი გვეხმარება თვალსაჩინოებების შექმნაში, რომლებიც საჭიროა პროცესებისა და აქტივობების უკეთ აღქმაში. ისტ-ის გამოყენება დაგვეხმარება ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენაში. ისტ-ის უნარების გარეშე წარმოუდგენელია დღეს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება, ახლის ძიება, ინფორმაციასთან თუ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისათვის და ამავდროულად ჩვენი პროგრესის თვითმონიტორინგისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
კლუბის ბლოგი იხილეთ ბმულზე
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა