სიახლეები
ეტალონი

„ეს ყველაფერი მხოლოდ სასიკეთოდ აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე“ - მრავალეთნიკურმა წალკამ „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
06-03-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, წალკის სპორტდარბაზში ჩატარდა, სადაც „წალკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ფეოხარ პარასკევოვი და ემზარ გელოვანი, წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ევგენია (ივეტა) ფურცელაძე, რესურსცენტრის უფროსი არსენ ჯმუხაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფეოხარ პარასკევოვმა „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის ავტორს მადლობა გადაუხადა:

„პირველ რიგში, მადლობას ვუხდი „ეტალონს“ და ბატონ გოჩას. უკვე ოთხი წელია, ტრადიციად დამკვიდრდა ეს ჩემპიონატი ჩვენს მუნიციპალიტეტში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეებისთვის. ყოველწლიურად იზრდება მონაწილეობის მსურველთა რიცხვი. ბავშვები მეტად ცდილობენ სახელმწიფო ენის სწავლას და ისინი აღარ მიდიან სასომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში სწავლის გასაგრძელებლად. რჩებიან აქ და ცდილობენ გამოადგნენ ჩვენს მუნიციპალიტეტს, ჩვენს ქვეყანას“.

წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ემზარ გელოვანმა მოსწავლეების ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის:

„ძალიან მიხარია, რომ ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რიცხვი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ამ ჩემპიონატში ყოველწლიურად მონაწილეობენ. საოცარი სიხარულის მომნიჭებელია ამდენი ბედნიერი ბავშვის ყურება და მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო „ეტალონს“. უკვე ექვსი წელია ამ მუნიციპალიტეტში ვმუშაობ და ვხედავ, რამდენად დიდია განსხვავება. წლიდან- წლამდე იზრდება დაინტერესება ქართული ენის სწავლის მიმართ. ბავშვები ცდილობენ სუფთად ისაუბრონ და იაზროვნონ ქართულად. ამ ყველაფერში კი ეტალონის წვლილი ძალიან დიდია“.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა არსენ ჯმუხაძემ არაქართულენოვანი მოსწავლეების ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ აძლევს მათ ინტეგრირების საშუალებას:

„უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადავხადო „ეტალონის“ გუნდს, ბატონ გოჩას და მის თანამოაზრეებს, ასეთი ღონისძიების ჩატარებისთვის. ასეთ ჩემპიონატები განსაკუთრებით საჭიროა ისეთი მრავალეთნიკური რეგიონებისთვის, როგორიცაა წალკა. აქ ქართველებთან ერთად ცხოვრობენ  სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, რუსები. ეს პროექტი ზრდის არამარტო მოტივაციას, არამედ ჩვენს მოსწავლეებს აძლევს ინტეგრირების საშუალებას. მე ბედნიერი ვარ რომ ცხრა საუკეთესო მოსწავლეს შორის 3 სომხურენოვანი სკოლის მოსწავლე იყო. ეს არის ჩვენი განათლების სისტემის დიდი მიღწევა და მე მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სასიკეთოს აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე“

წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ევგენია (ივეტა) ფურცელაძის თქმით „ეტალონის“ ჩემპიონატები აძლევს მოტივაციას მოსწვალეებს, უკეთესად ისწავლონ, როგორც სახელმწიფო ენა, ასევე საქართველოს ისტორია:

„მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის ასეთი ჩემპიონატების ჩატარება. მით უმეტეს ისეთ რეგიონებში, როგორიც წალკაა. ძალიან მიხარია, რომ წელს ამდენმა არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლემ მიიღო „ეტალონში“ მონაწილეობა და კარგი შედეგებიც აჩვენეს. ეს პროექტი ძალიან ეხმარება ჩვენს ბავშვებს სახელმწიფო ენის სწავლაში. „ეტალონის“ დიდი დამსახურებაა ისიც, რომ ბავშვები უკეთესად სწავლობენ საქართველოს ისტორიას“.

"წალკის ეტალონი მოსწავლის" ტიტული გუმბათის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ რუსუდან გელაძემ მოიპოვა:

„ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით. ემოციების გამოსახატავად სიტყვებს ვერ ვპოულობ. არ ვიცი როგორ გადმოგცეთ ის სიხარული, რასაც ვგრძნობ. განსაკუთრებულად არც ვემზადებოდი და ამდენად, დღევანდელ წარმატებას არ ველოდი“.

გუმბათის საჯარო სკოლის დირექტორმა რუსუდან გელაძეს წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა, დიდი სიხარულის მონიჭებისთვის:

„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. მან მართლად ლამაზი დღე გვაჩუქა ყველას. მადლობა ეკუთვნის ასევე რუსუდანს, რომელმაც დაბადების დღის არაჩვეულებრივი საჩუქარი გამიკეთა. დღევანდელი დღე არის არა მხოლოდ რუსუდანის, არამედ მთლიანი სკოლის გამარჯვება და სიხარული. მინდა წარმატებები ვუსურვო მას „ეტალონის“ ფინალზეც“.

„წალკის ეტალონი მოსწავლის“ კლასის ხელმძღვანელმა მაია გობაძემ გამარჯვებულს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ მთლიანი მისი კლასი ყოველთვის აქტიურად ემზადება „ეტალონის“ ჩემპიონატებისთვის:

„რუსუდანი ძალიან მონდომებული, აქტიური და ამავდროულად წყნარი და დინჯი გოგონაა. მე ვულოცავ მას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ მის კლასელებსაც. აღსანიშნავია, რომ მთლიანი კლასი ჩართული ამ არაჩვეულებრივ პროექტში და ისინი ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან ჩემპიონატებისთვის“.


შეჯიბრში გამარჯვებულმა „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება