მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კრუბერის გამოქვაბული აფხაზეთში, გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე – 2191 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად.
მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიდები და სატალაგმიტები. ასევე ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა, ასევე არის წყლის ნაკადები და პატარა ტბები, რაც დამახასიათებელია კარსული მღვიმეებისათვის. კრუბერის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა. შესასვლელი 2320 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე გახდა 2001 წელს, როდესაც უკრაინის სპელეოლოგიურმა ასოციაციამ მიაღწია 1710 მეტრს, რომელმაც ადრე აღმოჩენილ მღვიმეს გადააჭარბა ავსტრიის ალპებში. 2004 წელს პირველად უკრაინელმა სპელეოლოგიურმა ჯგუფმა მიაღწია 2000 მეტრს... ვარაუდობენ რომ მისი მაქსიმალური სიღრმე 2191 მეტრია.
ბრიტანული წყაროს ცნობით, პირველად მსოფლიოს უდიდესი კარსტული მღვიმე აფხაზეთში ფრანგებმა აღმოჩინეს, 1956 წელს.
არსებობს ასევე სხვა ვერსია, რის თანახმადაც, პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერა
კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ.
2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა, რომელმაც 2191 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა, რაც შეეხება ქალბატონებს, პირველი რეკორდსმენი ქალი გახლდათ ლიტველი საულე პენკენე.
ცნობისთვის, კრუბერას გამოქვაბული „ეიფელის“ კოშკზე 6.5 ჯერ, ხოლო დუბაიში მდებარე „ბურჯ ელ ხალიფას“ ცათამბჯენზე 2.5 ჯერ უფრო მაღალია.
გამოქვაბული ჯერ-ჯერობით მსოფლიოს უდიდეს გამოქვაბულის სტატუსით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად ბევრ ტურისტსა და სპეციალისტს მასპინძლობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...