სიახლეები
სიახლეები

მომავალი წლიდან ყველა საგანში საუკეთესო მასწავლებელი, საუკეთესო დირექტორი და „დამსახურებული პედაგოგები“ გამოვლინდებიან
08-03-2019
-
+


მომავალი წლიდან 15-ვე საგანში საუკეთესო მასწავლებლები გამოვლინდებიან. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დაჯილდოვდებიან ასევე წლის საუკეთესო დირექტორი და „დამსახურებული პედაგოგები“.

„ყველა ვთანხმდებით განათლების მნიშვნელობაზე, მაგრამ ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თუ გვინდა წარმატებული განათლების სისტემა გვქონდეს, ამისათვის აუცილებელია მასწავლებლის დაფასება. მასწავლებლის გარეშე ეს საქმე არ გამოვა. რომ გვყავდეს წარმატებული მასწავლებლები, უნდა ავწიოთ მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი.

მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები საქართველოში. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ. იმიტომ რომ  დირექტორი რატომღაც  მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. ასევე მესამე სიახლე, რაც გვექნება, არის რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ მათ „დამსახურებული პედაგოგის“ სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ (უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი). გვინდა მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით“,-აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ ბიზნესმენები მასწავლებლის პროფესიას მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

„ყველას გვყავდა კარგი მასწავლებელი. ბიზნეს ჯგუფებს მოვუწოდებ გაიხსენონ - მათი წარმატება ჰო სკოლიდან დაიწყო. დაუბრუნონ სიკეთე საზოგადოებას უკან...სოციალური პასუხისმგებლობა ყველა კომპანიას აქვს. მოდურადაც იქცა და ძალიან კარგია. კარგი იქნება მათი მხარდაჭერა, უფრო მეტ პოპულარიზაციას მოუტანს მასწავლებლის პროფესიას. დავაფასოთ მასწავლებლები, ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ. თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანას კარგი მომავალი ჰქონდეს, ეს მომავალი აუცილებლად გადის მასწავლებელზე“​,-განაცხადა შუკაკიძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება