სიახლეები
სიახლეები

„სტუდენტებს ფულს ვუხდით იმისთვის, რომ დაუსაქმებლები იყვნენ“ - რას ფიქრობენ განათლების სპეციალისტები უფასო ფაკულტეტების გაუქმებაზე
09-03-2019
-
+


მომავალი წლიდან, შესაძლოა, უნივერსიტეტის დაფინანსების მოდელი შეიცვალოს. კერძოდ კი როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები გაუქმდება.

„არსებული დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემია და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომ გადასვლა მოხდეს ახალ მოდელზე თუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვაუჩერული სისტემა რჩება, ის მიჰყვება სტუდენტებს პირდაპირ. რაც შეეხება იმ რესურსს, რომელიც მიედინებოდა უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რომელიც ჩამოყალიბდება, ანუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვმუშაობთ იმ კუთხით რომ გვქონდეს მომავალ წელს ახალი მოდელი, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი წინანდელთან შედარებით“, - განაცხადა მინისტრმა.

განათლების სფეროს სპეციალისტი რეზო აფხაზავა etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, ძალიან რთულია ითქვას, რა პრინციპით შეირჩა დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი – რა შეფასებას და კვლევას დაეყრდნო. ამასთან, აფხაზავას თქმით, ცვლილება კარგი იქნება, თუ ის თანხები, რომელიც ამ ფაკულტეტების დაფინანსებაში იხარჯებოდა, მიმართული იქნება დაბალი სოციალურ-ეკონომუკური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის.

„ჩვენ ვაფინანსებთ სპეციალობებს და არა სტუდენტებს, ამიტომ ჩემი აზრით, ფაკულტეტების გაუქმება და სოციალური გრანტების გაცემა სტუდენტებისთვის უფრო მეტად ეფექტიანი იქნება, ვიდრე ისეთი ფაკულტეტების დაფინანსება, რომლებზედაც ისეც არ არის მოთხოვნა არც აბიტურიენტებში და არც შრომის ბაზარზე. ოღონდ ისეთ ფაკულტეტებზე, სპეციალობებსა და პროგრამებზე, სადაც მათი დასაქმების შანსი მეტი იქნება და არა ხელოვნურად რაღაც მიმართულებების შენარჩუნებაში, რამაც ეფექტი ვერ გამოიღო, რადგან რასაც ვუყურებთ ეს უფასო მიმართულებები არ განვითარებულა. ანუ ჩვენ ვუხდით სტუდენტებს ფულს იმისთვის, რომ შემდგომ ისინი დაუსაქმებლები იყვნენ. შესაბამისად, მგონია, რომ რაციონალური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ის თანხა, რაც ამ ფაკულტეტების დაფინანსებაზე გამოყოფდა, მიმართული უნდა იყოს დაბალი სოციალ-ეკონომიკური სტუდენტების დაფინანსებაზე“, - განაცხადა რეზო აფხაზავამ.

უფასო ფაკულტეტების დაფინანსების გაუქმებასთან დაკავშირებით etaloni.ge კიდევ ერთ განათლების სფეროს სპეციალისტს, შალვა ტაბატაძეს ესაუბრა. შალვა ტაბატაძის განცხადებით, სახელმწიფო ხარჯავდა ფულს იმაში, რომ გამოეზარდა და შრომითი ბაზრისთვის მიეწოდებინა ადამიანები, რომლებიც არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

„რაც შეეხება თავის დროზე უფასო ფაკულტეტების პროგრამას, ეს 14 პროგრამის დაფინანსებით შემდეგ 17-მდე გაიზარდა და ბოლოს 21 პროგრამა დაფინანსდა. ეს იყო აბსოლუტურად გაუთვლელი და სპონტანური გადაწყვეტილება. დაფინანსებული პროგრამებს ჩამონათვალში შევიდა ისეთი პროგრამები, რომელსაც არ ჰქონდათ რეალური დასაბუთება, რატომ უნდა დაფინანსებულიყო. მათი ნაწილი შესაძლოა, იყო მნიშვნელოვანი, თუმცა, დაფინანსება იყო ისეთ პროგრამებზეც, რომლებზეც ფაქტობრივად, არ იყო მოთხოვნა და ამ პროგრამების კურსდამთავრებულები ერთის მხრივ, არსებული დაბალი ხარისხის განათლების გამო და მეორეს მხრივ, შრომით ბაზარზე მოთხოვნის არარსებობის გამო, დიდი ალბათობით, დაუსაქმებლები იყვნენ. სახელმწიფო ხარჯავდა ფულს იმაში, რომ გამოეზარდა და შრომითი ბაზრისთვის მიეწოდებინა ადამიანები, რომლებიც არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ“, - აცხადებს ტაბატაძე.

მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენდა ის საკითხიც, რომ სამინისტრომ უფასო ფაკულტეტების დაფინანსებისას უნივერსიტეტებს არ მისცა ანგარიშვალდებულება, რომ მათ აღნიშნული თანხებით პროგრამის განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მიემართათ.

„შესაბამისად, იმ პროგრამებმა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდებოდა პროგრამის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, შედეგი ვერ გამოიღო. ამასთან, ამ პროგრამების კურსდამთავრებულები ძირითადად დაუსაქმებლები იყვნენ. ამიტომ გადაწყვეტილება სწორია, რომ ასეთი ტიპის სპონტანურად შერჩეული პროგრამის დაფინანსება აღარ უნდა არსებობდეს. ამ გადაწყვეტილებამ, რაც გააკეთა პოზიტიური ის იყო, რომ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა გაზარდა. ახლა მოსაფიქრებელია სწორი მექანიზმი, რომ ეს ხელმისაწვდომობა, რომელიც პრობლემაა დღეისათვის საქართველოში, არ შემცირდეს. პირიქით, ისეთი დაფინანსების სისტემა შეიქმნას, რომელიც ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის და საჭიროებაზე ორიენტირებული გახდება, თუმცა, ეს როგორ მოხდება და რას გააკეთებს ამისთვის სახელმწიფო სამწუხაროდ, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხდა ტაბატაძემ.

etaloni.ge მკითხველს განათლების სამინისტროს მიერ 2018 წელს სრულად დაფინანსებული პროგრამების ჩამონათვალის შესახებ ინფორმაციას სთავაზობს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება