მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსახლეობის ცხოვრების დონის და ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის შემოსავლების გარდა, მნიშვნელოვანია მათი დანახარჯების გაანალიზებაც.
გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია - „ეისითი“ დაინტერესდა, თუ რამდენს შეადგენს თბილისის მაცხოვრებლების ყოველთვიური დანახარჯი საკვებ პროდუქტებზე და შესაბამისად, როგორია მათი მსყიდველობითუნარიანობა.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საკვებ პროდუქტებში საშუალო თვიური დანახარჯი 569 ლარს შეადგენს.
გამოკითხულთა 30%-ს შეადგენენ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც საკვებ პროდუქტებში ყოველთვიურად მინიმალურ თანხებს ხარჯავენ, კერძოდ კი 300 ლარზე ნაკლებს. თბილისელების მესამედის (34%) ყოველთვიური დანახარჯი 300-500 ლარის შუალედში ვარირებს. გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი, 36%, შედარებით დიდ თანხებს ხარჯავს ყოველთვიურად საკვებ პროდუქტებზე – მათი დანახარჯები 500 ლარს აღემატება.
ამასთან, გამოკითხულთა ოჯახის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი წარმოადგენს 1 238 ლარს.
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 800 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, ოჯახში საკვების მომარაგებაზე პასუხისმგებელ პირებთან, 2018 ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება 3,5-4,2% მერყეობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა